U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]

AutoSharing Option
ეს უკვე ყველამ ვიცით - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017-ზე ჯგუფში გადამწყვეტი მატჩი წააგო ჩეხეთთან და ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სავსე ტრიბუნების თვალწინ გაიმართა. ჩვენმა ბიჭებმა წააგეს, მაგრამ უმნიშვნელოვანეს კითხვას გასცეს პასუხი, რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ...

წაგება დასანანი იყო, თუმცა - ლოგიკურიც. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ჩვენებმა მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და მათი გამოყენებით გამარჯვება შეეძლოთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მეტოქემ ძალიან გააზრებული, გონივრული და პრაგმატული ფეხბურთით გვაჯობა და ესეც კიდევ ერთი გაკვეთილი იყო, რომელიც მეტოქემ
2:0-ის ფონზე ჩაგვიტარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა მარჯვენა მცველი ლიბორ ჰოლიკი საგანგებოდ მარცხენა ფლანგზე დააყენა და გიორგი არაბიძის ნეიტრალიზება დაავალა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის გაკონტროლება დანიელ მარეჩეკს დაავალა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა: მიხალ სადილეკის კუთხურის შემდეგ ჩვენს საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა ჩეხების კაპიტანმა ონდრეი შაშინკამ თავური დარტყმით გაგვიტანა - რატომ იყო ის თავისუფალი, ხოლო ჩვენი მოთამაშეები - მოდუნებულები?

მეორე ნახევარი ქართველი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო. მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, მაგრამ თამაშის მეორე გოლი მაინც ჩეხებმა გაიტანეს: 70-ე წუთზე კუთხური ისევ სადილეკმა შეასრულა, ლიბორ ჰოლიკი შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ დარჩა და ბურთს ჰაერშივე დასცხო - გოლი ახლო კუთხეში! ამის მერე იყო ინციდენტი, რომელზეც ცალკე წერილში წაიკითხავთ.

- სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]

განახლდა მატჩი და დარჩენილ დროში გუნდებს კიდევ რამდენიმე რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გიორგი ყიფიანის გუნდმა A ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი, ხოლო საერთო მაჩვენებლით, ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა.

ჩვენი საუკეთესო მიღწევა იყო ოთხეული, რომელშიც ვასილ მაისურაძის 17-წლამდელები მოხვდნენ, ხოლო 1999 წელს რევაზ გაგუას 18-წლამდელები მეხუთე ადგილზე გავიდნენ...

ეს იყო ჭკუის სასწავლი მაგალითი და დასაფიქრებლად გამოსადეგი წაგება: ჩვენი ჭაბუკები ტექნიკურად რომ არავის ჩამორჩებიან, ეს სადავო აღარ არის.

ამას გარდა, ფეხბურთი საქართველოში უდავოდ ნომერი პირველი სახეობაა. ჩვენს ქომაგს მცირე წარმატებაც, თუნდაც ერთი კარგი თამაში ჰყოფნის, რომ სტადიონი გაავსოს. როცა 19-წლამდელები 25-ათასიან სტადიონს ავსებენ, ეროვნული გუნდის მცირედი პროგრესი რას გამოიწვევს, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ...

მაგრამ ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის არსებული რესურსის გამოყენება გვჭირდება. გავითვალისწინოთ, რომ ბუნებისგან მომადლებული ტექნიკა საკმარისი არ იქნება წარმატებისთვის, თუ მას ათლეტურობით, გამძლეობითა და დინამიკურობით არ შევავსებთ. ეს კი შესაძლებელია. საქართველოში მოთამაშეებს ფიზიკურად კარგად ვერ ვამზადებთ და ფეხბურთის განვითარებისა და ჩვენი რესურსის ასათვისებლად სწორედ ამას უნდა მივხედოთ.

ძირითადად, ამის გამოა, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები და კლუბები მე-60 წუთის შემდეგ უშვებენ ბურთებს. უბრალოდ, სტატისტიკას გადახედეთ. ასევეა ეროვნულ ლიგაშიც - თბილისის "დინამომ" ახალგაზრდები და მოთამაშეთა რესურსი კარგი "ფიზიკის" ხარჯზე გამოაჩინა.

ასე რომ, წაგება წაგებაა, მაგრამ კარგად რომ გავაანალიზოთ, ის მომავალი გამარჯვებებისთვის გამოგვადგება, ამის პოტენციალი კი არაერთხელ გამოჩნდა - ბაჯაღლო ხელისგულზეა, მაგრამ მას დამუშავება სჭირდება. 19-წლამდელებს კი მადლობა! ბიჭებო, თქვენ იმედი გაგვიღვიძეთ!..

მატჩის შემდეგ
- გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!
- ჩეხეთის მწვრთნელი: ქართველებო, მადლობა და ბოდიში, რომ თქვენს გუნდს მოვუგეთ...

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. A ჯგუფი. III ტური
08.07. თბილისი. "მიხეილ მესხი". 25 000 მაყურებელი
ჩეხეთი-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 შაშინკა (45. სადილეკის პასით), 2:0 ჰოლიკი (70)
ჩეხეთი (4-2-3-1): იედლიჩკა - მარეჩეკი, კრალი, ჩალუსი, ჰოლიკი (90. ფრანტიშეკი) - ტიშლერი, ჰრაველკა - სადილეკი, შაშინკა, ხვეია (67. გრანეჩნი) - ტურინა (81. გრაიციარი).
სათადარიგოები: პლაჩი, ლინგრი, ნოვოტნი, ჰლავატი
მწვრთნელი: იან სუხოპარეკი
საქართველო (4-2-3-1): ჩოჩიშვილი - მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი - კუცია, სამურკასოვი (67. არველაძე) - არაბიძე, ქოჩორაშვილი (74. საღრიშვილი), ჩაკვეტაძე - კოხრეიძე (84. ჩოგაძე).
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, კახიძე, ხუბაშვილი, კვანტალიანი
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილებები: ხვეია (55), ბურჯანაძე (61)
არბიტრი: მ. კრისტოფერსენი (დანია).

08.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პორტუგალია-შვედეთი 2:2
გოლები: 0:1 დიოკერეში (43), 0:2 კარლსონი (61),1:2 ლეაო (70), 2:2 ფილიპე (87-პენ)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 3 2 1 0 5-3 7
2. ჩეხეთი 3 2 0 1 5-3 6
3.  საქართველო 3 1 0 2 2-4 3
4. შვედეთი 3 0 1 2 4-6 1

B ჯგუფი, III ტური
09.07. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
ჰოლანდია-ბულგარეთი 1:1
გოლები: 1:0 კონგოლო (50), 1:1 რუსევი (55).

09.07. თბილისი. დავით პეტრიაშვილი
ინგლისი-გერმანია 4:1
გოლები: 1:0 ბრერეტონი (52), 2:0 ბრერეტონი (64), 2:1 ვარშევსკი (76), 3:1 სესენიონი (81), სესენიონი (84).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 3 3 0 0 7-1 9
2. ჰოლანდია 3 1 1 1 5-3 4
3. გერმანია 3 1 0 2 5-8 3
4. ბულგარეთი 3 0 1 2 1-6 1

1/2-ფინალი
12 ივლისი, ოთხშაბათი
ინგლისი- ჩეხეთი
პორტუგალია-ჰოლანდია

ფინალი
15 ივლისი, შაბათი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველა ერთხმად ვლაპარაკობთ ჩვენი ბიჭების სუსტ ფიზიკურ მომზადებაზე,არადა აქვე დევს ინტერვიუ ილია მაისურაძესთან,რაგბის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთან.მისი ინტერვიუ პირდაპირ შეიძლება სახელმძღვანელოდ დავუდოთ ფეხბურთის ფედერაციას,თუ როგორ შეიძლება ავწიოთ სათანადო კონდიციებამდე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სპორტსმენების ფიზიკური მომზადება,ვფიქრობ ბატონი ილია არ დაზარდება და სათანადო კონსულტაციებსაც გაუწევს ფეხბურთელების მწვრთნელებს,მის სამწვრთნელო შტაბს დამუშავებული აქვს პროგრამა და უკვე რამდენიმე წელია მტკიცედ მისდევს მას,შედეგიც სახეზეა.ასე რომ ჯერი ფეხბურთის მესვეურებზეა,იკითხონ ისწავლონ,დანერგონ,გამოიყენონ და გაიმარჯვონ.
სოსო
12 ივლისი 2017 10:14
0
ეს ბიჭები კაი მწვრთნელის ხელში მაგარ ფეხბურთს ითამაშებდნენ, მარა რა გინდა ქნა? მწვრთნელი არ გვყავდა ნორმალური.... რა უნდა ყიფიანს მაგ თანამდებობაზე??? კაცმა რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები ცენტფორვარდის გარეშე ათამაშა??? მას რა პრეტენზია უნდა ქონდეს !!!!!!!!!!!!!!!ბევრი ფეხბურთელი არ გამოიძახა ვინც უნდა გამოეძახა, მაგალითად--ქაფიანიძე, ქავთარაძე,ნინუა........ ამიტომ წავაგეთ........
dato
10 ივლისი 2017 23:51
0
ფინალი პორტუგალია ჩეხეტია, ვნახოთ, ასე მიგრძნობს გული
dada
10 ივლისი 2017 15:44
0
ფინალი პორტუგალია ჩეხეტია, ვნახოთ, ასე მიგრძნობს გული
dada
10 ივლისი 2017 15:40
0
არაბიძეს პასის კულტურა აქვს ნული(O), საჯარიმოებიც არ გამოსდის ხშირად, ნიჭს ვარჯიში და განვრცობა სჭირდება, იქნებ სხვა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელივით მაგანაც არ გაფლაგ-გაანიავოს რაც გააჩნია, ნუ გრუზავთ ჟურნალისტებად წოდებულნო ამ ბავშვებს ხოლმე რაა? თორემ თავი მართლაც დიდ ფეხბურთელებად წარმოუდგებათ ხოლმე და ფინალიც ერთი ხდება ყველასათვის
gela
10 ივლისი 2017 15:36
0
არაბიძის თამაშს ზოგიერთი აკრიტიკებს. მაგრამ ჩეხებთან გამოჩნდა რომ Yველაზე ძლიერია და ნომერ პირველია, ნებისმიერ გრანდს გაქაჩავს ეხლაც. ასეთი ფეხბურთელი საქართველოს დიდი ხანია არYოლია, ანანიძესთან დუეტში იქნება ზღაპარი და მარცხენა გარემარბი უნდა კაი, უნდა ელოდოს მაგის პასს, მაგარს აკეთებს, მარა ესენი ვერ ეწევიან ბურთს და, ასეთზე უნდა ააწყო თამაში, აყოვნებსო რო ამბობთ, ელოდება სხვას და მიტო, პასები ვერ გააკეთაო, მარჯვენა კრაიდან ამ სიგრძე ნავესას რო გააკეთებს მოულოდნელად მარცხენა კრაიზე, იმას კაი 2 ნომერი უნდა ელოდო და რაკეტასავით უნდა შემოვარდე საჯარიმოში, 90 პრო გოლია, არ ვიცი ის როგორი ბიჭია ბერიძე, აი სანახავია, მარა არ დააყენეს საშველი, ეს ლაკვეხელიანი მომეწონა, ამ ორმა გაქაჩა ჩეხებთან, ხო ხედავთ, ფიზიკა თუ არ გაქვთ კაპიკი ფასი, ოქრიაშვილი ამასთან არის ნული, მინუს ერტი, სხვაზე აღარ ვამბობ, ცენტრ ფორვარდი არა გვყავს საძებნელი, ორი გარემარბი, მარჯვენა და მარცხენა, სულ არაა სავალდებულო მცველი იყოს, რომელიც თავიდან ბოლომდე გააკონტროლებს კრაის და სამი ცენტრი, 2 თავდამსხმელი, და კაი მეკარე, მახარაძე ჩამოსაყვანია და რუსეთსიც თამაშობს ერთი ლორია სანახავია მეკარე არა გვყავს ფაქტიურად. ერთი მაკარა. ამ მიდგომით მომავალი ევროპაზე წინ ვერაფერი ვერ დაგვიდგება. როიცოდეთ მე ქვეცნობიერადფ მჯერა ვაისის, აშკარად ძიებაშია, შემოყავს ნელ ნელა ახლები. მე სექტემბერშიც ველოდები რაღაცეებს. არაბიძეტი ვაგრა ვისიამოვნე, კიდე მოუმატებს მაგი, ეტყობა დიდი პოტენციალი, თავდაჯერებულობა აკლია ცოტა და ეგ არაფერი 1-2 ტამაში უნდა ნაკრებში და ეგრევე ლიდერია, აი ნახავთ, მჯერა მომავლის თან ძალიან მალე
vaso
10 ივლისი 2017 15:22
0
ეს წაგება მთლიანად მწვრთნელის (ყიფიანის) აბსურდული, უაზრო ტაქტიკის ბრალია, პრაქტიკულად დაღუპა ბიჭები. ბიჭებს მადლობა.
დათო
10 ივლისი 2017 13:39
0
yoveltvis g yavda nichieri motamasheebi da aravisze naklebi,magram shedegi yoveltvis gvqonda nuli.sanam armoishleba sheni chemianobit moxvedra gundshi tu nakrebshi manamde araperi gveshveleba.konkurenciit unda moxvde gundshi,nakrebshi da rom moxvde da mere adgili ardakargo amistvis iqneba brzola da brzolashi ki zlierebi imarjveben.....
euhhh
10 ივლისი 2017 13:25
0
zaza-ს. კარგი პასუხი კი მაქვს შენს თხოვნაზე, მაგრამ აქ როგორ დავწერო!!! სად მოიძიო და ...ში. გადუგლე თითოეული ფეხბურთელი გვარით და იქნებ მოიძიო რაც გაინტერესებს.
zikoia
10 ივლისი 2017 12:55
0
ტალანტების თაობა მოდის.მადლობა ბიჭებს რომ ფეხბურთისკენ შემოგვაბრუნეს.
levan
10 ივლისი 2017 12:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული