- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]
მაგრამ არანაკლებ სამწუხარო, უფრო სწორად - სამარცხვინო, იმ ხალხის ქცევა იყო, რომელთა გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვია. 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარმა კი მოედანზე სხვადასხვა ნივთი ისროლა.
რა ესროლეს და ვის? ეს ეპიზოდი ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" გვერდზე დადებულ
საბოლოოდ, თამაში გაგრძელდა და მშვიდობიანადაც დასრულდა, უსიამოვნებები წინ გველის - მომხდარის გამო უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად დასჯის (დიდი ალბათობით, ფინანსურადაც), ოღონდ რა სახის იქნება ეს სასჯელი, რა ვადით, ანდა რამდენი იქნება ფინანსური სანქცია, ჯერჯერობით უცნობია.
ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, მაგრამ ის, ვინც ეს ჩაიდინა, ვერ ხვდება, რამხელა ზიანი მიაყენა თავის ქვეყანას, რომელსაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების უფლება დიდი მცდელობისა და შრომის ფასად დაუჯდა. შესაძლოა, სხვა დროს ამხელა პატივი აღარ დაგვდონ. ადამიანურ ენაზე ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი!
აბსოლუტურად ვეთანხმები ფეხბურთის იმ გულშემატკივარს, რომელმაც ეს პოსტი გამოფინა:
"აღარ არის უკვე გასაკვირი, რომ საფეხბურთო მატჩებს "პაპუასებიც" ესწრებიან. ისინი ისროდნენ ავსტრიასთან, სერბებთან, ისროლეს გუშინაც! ესროდნენ 19 წლის ბავშვებს! სროლის მიზეზი? მათ გოლი გაიტანეს და ზეიმობდნენ? არ აქვთ გოლის გატანის უფლება და მერე სიხარულის გამოხატვის?!
სად არის ის ხალხი, ვინც ისროდა, რომლებიც ქვეყანას მუდმივად არცხვენენ?! საერთოდ რა სასჯელი დაედოთ "პაპუას-მსროლელებს" ავსტრია-სერბებთან თამაშების შემდეგ?! არ დაისაჯნენ, არ იცის საზოგადოებამ, ვინ გვარცხვენს და გრძელდება "პაპუასური" გამოხდომები, რომელიც უკვე ტრადიციული ხდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"