U21: მომავალი ვარსკვლავებით საფრანგეთში

AutoSharing Option
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქეა, 24 მარტს რეიმსში საფრანგეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშება.

ესპანელთა 45 წლის თავკაცმა ლუის მილამ ამ შეხვედრისთვის გამოძახებული ფეხბურთელები დაასახელა. ჩამოთვლილ ესპანელ ახალგაზრდათაგან რამდენიმეს ვინაობა ქართველი მკითხველისთვისაც ნაცნობი უნდა იყოს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ნაკრების შემადგენლობა კლუბების მიხედვითაა წარმოდგენილი.

ატლეტიკო: ხოელ რობლეს ბლასკესი, ფრან მერიდა;
ბარსელონა: მარტ ბარტრა არეგალი, კარლეს პლანას ანტოლინესი;
დერბი ქაუნთი: დანიელ სანჩეს აიალა;
ესპანიოლი: ალვარო ვასკეს გარსია;
ერკულესი: ფრანსისკო ფამენია კიკო;
ლივერპული: დანიელ პაჩეკო ლობატო;
მალაგა: იგნასიო
კამაჩო ბარნოლა, ხოსე ლუის გარსია დელ პოცო;
რეალი: სერხიო კანალესი, ნაჩო ფერნანდეს იგლესიასი, ხუან კარლოს პერეს ლოპესი;
რეალ სოსიედადი: ასიერ ანდონეგი;
სევილია: როდრიგო რიოს ლოსანო;
ვილიარეალი: მარიო გასპარ პერეს მარტინესი, იაგო ფალკე სილვა, დიეგო მარინიო ვილიარი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საკვალიფიკაციო ციკლში 3 ივნისს ჩაებმება და ამ დღეს სტუმრად ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მატჩი ოთარ გაბელიას გუნდს სწორედ ესპანეთთან ელის – შინ, 1 სექტემბერს.

შეგახსენებთ, ჩვენი 21-წლამდელები 23 მარტიდან ავსტრიის ოთხთა საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული