სამმა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ყიფიანმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს გადასცემს.

როგორც გიორგი ყიფიანისგან შევიტყვეთ, მან საქართველოს ნაკრებში უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მიიწვია, თუმცა მათგან აქ ჩამოსვლაზე უარი მიიღო. საუბარი მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ გიორგი მელქაძეზე, "ეთნიკოსის" ნახევარმცველ ნიკა ყიფიანზე და ყაზანის "რუბინის" ასევე ნახევარმცველ გიორგი მახათაძეზეა.

სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსვლასა და აქ თამაშზე უარი არ უთქვამს პოლონური "რუხის" დუბლების წევრ საბა ჯიქიას. ჯიქია 18 წლისაა
და ამპლუით ფორვარდია. ის საქართველოს ნაკრებში უკვე იყო ჩამოსული და რუსეთთან მატჩში მონაწილეობაც მიიღო, თუმცა ასაკის გამო ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში ვერ მოხერხდა.

მკითხველი:
- რა შეიძლება გაკეთდეს , რომ მომდევნო ჩემპიონატებზე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოდ შედეგი და ხარისხიც? ამ ბიჭების უმრავლესობა აღარ იქნება ამ ასაკობრივ გუნდში და საიდან იგეგმება შევსება გუნდის ? უცხოეთში ბევრი ჩვენი თანამემამულე თამაშობს ფეხბურთს, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოჩენილან საქართველოს ნაკრებში. თუ ხდება ამ კუთხით მუშაობა?
- იმ გუნდის 5 ფეხბურთელი, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, 1999 წელსაა დაბადებული, შესაბამისად, მათ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობა შემდეგ წელსაც ექნებათ. გარდა ამისა, კლუბებში დავაკვირდებით ფეხბურთელებს და არსებულ ფეხბურთელებს კიდევ იქიდან დავუმატებთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფეხბურთელებს კლუბებში სტაბილური გარემო სჭირდება. მათ სავარჯიშოდ და სათამაშოდ კარგი პირობები უნდა ჰქონდეთ, რომ მომავალში თავის წარმოჩენა მოახერხონ. საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. მართალია, ჯერ ყველაფერი იდეალური ვერ არის, მაგრამ, მთავარია, დაიწყო.

რაც შეეხება უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებს, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე ფეხბურთელს შევთავაზეთ კიდეც, რომ აქ ჩამოსულიყვნენ და ეთამაშათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უარი გვითხრეს. უარი გიორგი მელქაძისგან, ნიკა ყიფიანისგან და გიორგი მახათაძისგან მივიღეთ.

მოვიწვიეთ ასევე "რუხის" დუბლებში მოთამაშე საბა ჯიქია. ის უკვე იყო ჩვენთან, რუსეთთან ითამაშა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკით 1 წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, ამ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში ითამაშოს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ განაცხადში გვყავდა რუსეთში მოთამაშე ალექსანდრ კახიძე, რომელიც დიდი ხანია იქ ცხოვრობს. მასზე ინფორმაცია მეგობრებისგან მივიღეთ, ჩამოვიყვანეთ, დავაკვირდით, მოგვეწონა და ევროპის ჩემპიონატზეც გვყავდა.

ერთი სიტყვით, ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ.

Sportall.ge სრულ ინტერნეტკონფერენციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველა ადამიანი თვითონ უნდა წყვეტდეს თავის ბედს და მის გაგადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.აი რაც შეეხება მსგავსებას, საერთოდ არა აქვს არაფერი მსგავსი და რატო ადარებენ ეგ არ ვიცი-სად ერეკლეო და ........
კახა ქირია
28 იანვარი 2019 14:15
1
ყველა ტვიტონ წყვეტს რა და როგორ,,
...
22 აგვისტო 2017 00:18
4
საქართველოს ნაკრებში თამაში ჯილდო უნდა იყოს თუ სასჯელი? თუ ვინმეს ეს სასჯელი ჰგონია, თავის გზაზე გაუმარჯოს. მესვეურებმა კი ისეთი პირობები უნდა შექმნან, რომ ყველა ამას ჯილდოდ კი არა, უდიდეს პატივად აღიქვამდეს. აი, ამაშია საქმე და მაშინ მსგავსი საკითხები აღარ გვექნება განსახილველი, ჩემის აზრით!
N
04 აგვისტო 2017 10:45
0
პრობლემა ამ ბავშვებში არაა, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო პოლიტიკაშია
ss
31 ივლისი 2017 11:32
1
მელქაძე 2015 წელს თამაშობდა რუსეთის 19 წლამდელთა ნაკრებში და ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა. არის მოსკოვში დაბადებული და გაზრდილი.
კოლი
30 ივლისი 2017 21:49
0
ფეხბურთში ნაკრებიც გვყავს??????????? როდიდან?????
რა მნიშვნელობა ააქვს
30 ივლისი 2017 20:56
1
არველადზეები მიუსჰვიტ მოაგვარებენ კველაპერს..დდდ
simartle
30 ივლისი 2017 16:05
1
ფუჰ, ესენუც ქართველები არიან, რა....
ყური მიგდე
29 ივლისი 2017 20:34
2
საქმეც მაგაშია, მოსკოვის ტორპედოს ლიდერი იყო და დინამომ გაცილებით უკეთესი პირობები შეთავაზა. ახლა რას ვთავაზობთ?
ბესიკი
29 ივლისი 2017 20:13
1
ამასაც აქვს ობიექტური მიზეზები როდესაც ფეხბურთელი განვითარების ესეთ ასაკშია შეიძლება ხელი შეეშალოს ბევრ საკითხში კარიერას რაც ეხება ..აბა რა დროს ამათი ნაკრებია ჯერ შენი ჩემპიონატის ახალგაზდებს მიხედე და პელეები რომ გახდებიან ესენი მერე გამოიძახე
ogondac rame moaswron
29 ივლისი 2017 18:15
2

სიახლეები პოპულარული