ძალიან ცუდი ამბავი, მაგრამ არა შოკი

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში ბაჩანა არაბულის გარეშე ითამაშებს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი ჩვენი გუნდის წამყვანი თავდამსხმელი და ლიდერია - პირველი შესარჩევი ეტაპის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

არაბული ვარჯიშზე, ყოვლად უწყინარ სიტუაციაში დაშავდა - მკერდით ბურთი მიიღო, ბრუნი გააკეთა და თანაგუნდელთან კონტაქტის გარეშე მუხლი დაიშავა.

“საბედნიეროდ, დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა, მაგრამ უახლოესი ათი დღის განმავლობაში დატვირთა მის კარიერას რისკის ქვეშ დააყენებდა და ცხადია, ასეთი რისკი გაუმართლებელია. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია -
ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ და ამ კონტინგენტითაც ეს სავსებით შესაძლებელია”, - გვითხრა ნაკრების თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა.

რაღა თქმა უნდა, ასეთი მოთამაშის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გამოკლება ნაკრებს საქმეს ურთულებს, მაგრამ კარგია, რომ სამწვრთნელო შტაბი სიტუაციას გამოუვალად არ მიიჩნევს და გუნდშიც საბრძოლო სულისკვეთება შენარჩუნდა.

ფეხბურთელთა განწყობასა და საკუთარი ძალების რწმენას უთუოდ აამაღლებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გუშინდელი სტუმრობა. ილია მეორემ გუნდი დალოცა და გამარჯვებები უსურვა.

არაბულს ნაკრების 18-კაციან განაცხადში 35-ე საფეხბურთო სკოლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შეცვლის, რომელიც ნაკრებს სომხურ და ურეკულ შეკრებებზე ახლდა და მის შესაძლებლობებს მწვრთნელები კარგაც იცნობენ.

ძირითად შემადგენლობაში კი არაბულს რამდენიმე ალტერნატივა ჰყავს - ფანცულაია, ტარყაშვილი, მარკოზაშვილი...






.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას მანჩესტერ სიტიში რა უთხრეს მიიღებენ? თუ დაიწუნეს
Saba
21:12 22-03-2011
0
რას ვიზავთ, ხდება. თუმცა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს ბაჩანა! :)
Tornike
11:28 22-03-2011
0

სიახლეები პოპულარული