17-წლამდელების რეგრესი ტაბლოზეა - 0:5

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი ნანტში გამართული ელიტრაუნდის მეორე ტურში ბელარუსთან წაგებით დაკარგა (0:1). ასე რომ, ნორვეგიასთან ბოლო შეხვედრაში ჩვენებს ქართული ფეხბურთის პრესტიჟის მცირედით გამოსწორებაზე მაინც უნდა ეზრუნათ, მაგრამ კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილები განადგურდნენ - 0:5.

ბოლო ტურში ჯგუფში დაძაბული ვითარება იყო: ნორვეგია ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებდა (ორივემ 4-4 ქულა დააგროვა) და ორივეს დიდი ანგარიშით გამარჯვება სურდა. ამიტომ მეტოქეებს დიდი მონდომებით ეკვეთნენ.

პირველ ტაიმში ნორვეგიელთა ნახევარმცველმა მარტინ რენინგმა დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმის
71-ე წუთზე კი ნორვეგიელთა შორის თავდამსხმელი შორეშ ახმადი გამოჩნდა, რომელმაც 10 წუთში (17-წლამდელები 40-წუთიან ტაიმებს თამაშობენ) ჰეთთრიქი შეასრულა.

საფრანგეთმა კი ბელარუსს “ბართლომეს ღამე” მოუწყო (9:0) და ბურთების უკეთესი შეფარდებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ნორვეგია 5:0 საქართველო
საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ჭიღვარია, ჰუფნაგელი, ენდელაძე (70. ტარყაშვილი), ექვთიმიშვილი, ზივზივაძე (41. მარკოზაშვილი), კახიძე, დიასამიძე (41. ფანცულაია), სამუშია.
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გოლი: 1:0 მარტინ რენინგი (27), 2:0' რენინგი (38), 3:0 ახმადი (72), 4:0 ახმადი'(79), 5:0 ახმადი'(80+1).
გაფრთხილება: ფანცულაია (41), ჰეიბროტენი (54), ჩაკა (66), ბერიშა (68).
არბიტრი: დანი მაკელი (ჰოლანდია).

საფრანგეთი 3 2 1 0 13:2 7
ნორვეგია 3 2 1 0 12:3 7
ბელარუსი 2 1 0 2 2:14 3
საქართველო 3 0 0 2 0:8 0





მკითხველის კომენტარები / 2 /
თბილისში რო ითამაშეს და ელიტ რაუნდში გავიდნენ, დიდი მადლობა მაგისთვისაც. რეგრესი როა, გასაგებია. მიზეზებიც, ალბათ, გასაგებია. კითხეთ სპეციალისტებს რა პირობებში იზრდებიან ფეხბურთელები ნორვეგიაში, ბელორუსში, საფრანგეთში და თუ არაა გასაგები, იქნებ, გახდეს. 17 წლის ფეხბურთელი ყოველდღე უნდა ვარჟიშობდეს ორჯერ. მუდმივად უნდა ცხოვრობდეს მკაცრ რეჟიმში მწვრთნელების, ექიმის და ა. შ. მეთვალყურეობით. დანარჩენზე აღარ გავაგრძელებ.
dato
12:30 31-03-2011
0
გადავიფიქრე. გავაგრძელებ: ჟორჟიკაშვილს (ან, ნებისმიერ მწვრთნელს მსოფლიოში) შეუძლია, სანაკრებო შეკრებებზე ფეხბურთელებთან იმუშაოს, მაგალითად, გულის კუნთის განვითარებაზე? ეს ერთ-ერთი აუცილებლად გასაკეთებელი საქმეა და უნდა კეთდებოდეს მუდმივად სპეციალური ვარჯიშების (+კვება + აღდგენა) მეშვეობით. პერიოდულად საჭიროა ვარჯიშების რამდენიმეთვიანი კომპლექსის ჩატარება. კლუბებში/სკოლებში კეთდება?
დაახლოებით 17 წლამდე საქართველოში ზოგი თამაშობს სისწრაფის ხარჯზე, ზოგი _ ტექნიკის, და ა. შ. მერე? თუ ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ ორგანიზმში გული არასათანადო ძალით და არასათანადო მოცულობის სისხლს ამუშავებს, ფიზიკური განვითარების ზღვარი ხო გასაგებია, რო გავლებულია და ამას აღარაფერი ეშველება? ტრენაჟორები და კროსები აღარაფერს მოიტანს, გარდა გამოფიტვისა. მერე იწყება გაუთავებელი ტრავმები, რასაც ხელს უწყობს კიდე ათასი სხვა ფაქტორი. მილიონი პრობლემა გვაქვს ასეთი და უარესი და აქ თუ კიდე ფეხბურთელი იზრდება, გმირები არიან და პტივს ვცემ ყველას. ვინც ადრეულ ასაკში აქედან გაასწრო, წესიერად ვითარდება. მათზე არანაკლებ (ხშირად, ბევრად)ნიჭიერებს კი აქ განვითარების საშუალება არ აქვთ.
dato
13:19 31-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული