დღეს, დილის ვარჯიშის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ის საბოლოო 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ყაზახეთში თან იახლებს.
მეკარეები: ბექა ტყემალაძე ("ლოკომოტივი"), ალეკო ადამია ("ოლიმპი" რუსთავი)
მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი"), ლაშა დვალი ("ოლიმპი" რუსთავი), გიგა გურეშიძე ("ლოკომოტივი"), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი"), ალექსანდრე გურეშიძე ("დინამო" თბილისი)
ნახევარმცველები: ბექა მელიქიძე ("ოლიმპი" რუსთავი), გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი" რუსთავი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე ("ოლიმპი" რუსთავი), გიორგი როსტიაშვილი ("გაგრა"), ალეკო მზევაშვილი ("ოლიმპი" რუსთავი), ვანო წილოსანი ("დინამო" თბილისი), დავით მაკარაძე (სულაქველიძის აკადემია), მერაბ ნიკურაძე (35-ე სკოლა)
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის "პრეზიდენტის თასის" გათამაშება ქალაქ ასტანაში, სტადიონ "ასტანა არენაზე" გაიმართება. ტურნირში მონაწილე რვა გუნდი ორ ქვეჯგუფადაა დაყოფილი:
I ჯგუფი - საქართველო, უკრაინა, სომხეთი, თურქეთი
II ჯგუფი - აზერბაიჯანი, ირანი, უზბეკეთი, ყაზახეთი
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი ასეთია:
26 აპრილი - საქართველო-სომხეთი (10:00 - თბილისის დროით)
27 აპრილი - თურქეთი-საქართველო (10:00)
29 აპრილი - საქართველო-უკრაინა (10:00)
ფინალური მატჩი 30 აპრილს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები დაუპირისპირდებიან.
17-წლამდელთა ნაკრები გუნდი თბილისიდან ყაზახეთში 23 აპრილს გაემგზავრება.
gff.ge
.