თბილისის დროით 13:00 საათზე, ტურნირის პირველი შეხვედრა 14-წლამდელებმა გამართეს ფინური "ჰიკი"-ს წინააღმდეგ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.
ჰიკი-საქართველო U14 1:5
სასტარტო შემადგენლობა: ჩოჩიშვილი, წერეთელი, ყურშავიშვილი, ბედიევი (კაპ), კუხიანიძე, არდაზიშვილი, ბუღრიძე, ვარძელაშვილი, არველაძე, კვანტალიანი, ლეჟავა
ქართველების უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა. გოჩა ტყებუჩავას შეგირდები განსაკუთრებით კარგად ართმევაზე
ანგარიში მე-11 წუთზე ლუკა ვარძელაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოში ორი მცველი მოატყუა და ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა. მეორე გოლი "ჰიკის" კარში მე-17 წუთზე, ვატო არველაძემ გაიტანა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა. 21-ე წუთზე კი, თავი უკვე რატი არდაზიშვილმა გამოიჩინა. 3:0 - ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
ტყებუჩავას გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. მე-10 წუთზე, ლამაზი სოლო-რეიდის შემდეგ, მეოთხე ბურთი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა - 4:0. მე-17 წუთზე კი, იმავე ბუღრიძემ დუბლი შეასრულა.
თამაშის მიწურულს, ფინელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 5:1.
თბილისის დროით 15:00 საათზე, „ლენარტ იოჰანსონის თასის“ გათამაშებაში საქართველოს 15–წლამდე ნაკრები გუნდიც ჩაება. ქართველთა მეტოქე ავსტრიული „შტურმი“ იყო. მატჩის მეორე ტაიმის 23–ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ავსტრიელებმა თამაშის მოგება მოახერხეს.
საქართველო U15 (სასტარტო შემადგენლობა): ქურდაძე, კაკიაშვილი, კევლიშვილი, კაციტაძე, კომახიძე, წივილაშვილი, ლაშხია, ქორიძე, ბერიძე, მიქელთაძე, ჯობავა
საღამოს შეხვედრები 21:00 საათიდან დაიწყება. 14-წლამდელები დანიურ "ლინგბი"-ს დაუპირისპირდებიან. 15-წლამდელები კი, ფინურ "ჰონკა"-სთან მოსინჯავენ ძალებს.gff.ge