"ლენარტ იოჰანსონის თასი" - პირველი წარმატებული დღე

AutoSharing Option
29 აპრილი "ლენარტ იოჰანსონის თასზე" საქართველოს 14-წლამდე ნაკრებმა მაქსიმალურად დადებითი შედეგით დაასრულა. ფინურ "ჰიკი"-სთან 5:1 მოგებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა, ლუკა ვარძელაშვილის გოლის წყალობით 1:0 სძლია დანიურ "ლინგბის".

30 აპრილს, 14-წლამდელებს, ალბათ, ჯგუფში ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ელის. თბილისის დროით 12:00 საათზე, ქართველები იტალიურ "მილანს" შეხვდებიან.

ამავე საღამოს, უკვე ფლეი-ოფის მატჩები გაიმართება.

რაც შეეხება ნოდარ აკობიას 15-წლამდელებს, დღის პირველ შეხვედრაში, ავსტრიულ "შტურმთან" მინიმალური ანგარიშით - 1:0 დამარცხების შემდეგ, საღამოს მატჩში - ფინური "ჰონკა"-ს წინააღმდეგ, 15-წლამდელები უფრო მობილიზებულები და მოტივირებულები
ჩანდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა - 4:0 U15-ის სასარგებლოდ.

თამაშის დებიუტშივე, ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ანგარიში კი, მე-9 წუთზე, გურამ გოშთელიანმა გახსნა. მე-12 წუთზე, გიორგი ჯობავამ ანგარიში ორამდე გაზარდა, როცა საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შეიჭრა, ორი მცველი მოატყუა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 23-ე წუთზე, გურამ გოშთელიანმა დუბლი შეასრულა და ქართველებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.

აკობიას გუნდმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა. ტაიმის მე-19 წუთზე კი, გიორგი წივილაშვილმა მეოთხე ბურთი გაიტანა ფინელების კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

U15-ის მომდევნო მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება, რომელსაც აკობიას გუნდი 15:00 საათზე შეხვდება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული