30 აპრილს, 14-წლამდელებს, ალბათ, ჯგუფში ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ელის. თბილისის დროით 12:00 საათზე, ქართველები იტალიურ "მილანს" შეხვდებიან.
ამავე საღამოს, უკვე ფლეი-ოფის მატჩები გაიმართება.
რაც შეეხება ნოდარ აკობიას 15-წლამდელებს, დღის პირველ შეხვედრაში, ავსტრიულ "შტურმთან" მინიმალური ანგარიშით - 1:0 დამარცხების შემდეგ, საღამოს მატჩში - ფინური "ჰონკა"-ს წინააღმდეგ, 15-წლამდელები უფრო მობილიზებულები და მოტივირებულები
თამაშის დებიუტშივე, ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ანგარიში კი, მე-9 წუთზე, გურამ გოშთელიანმა გახსნა. მე-12 წუთზე, გიორგი ჯობავამ ანგარიში ორამდე გაზარდა, როცა საჯარიმოში მახვილი კუთხიდან შეიჭრა, ორი მცველი მოატყუა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 23-ე წუთზე, გურამ გოშთელიანმა დუბლი შეასრულა და ქართველებმა ტაიმი 3:0 მოიგეს.
აკობიას გუნდმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც შეინარჩუნა. ტაიმის მე-19 წუთზე კი, გიორგი წივილაშვილმა მეოთხე ბურთი გაიტანა ფინელების კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.
U15-ის მომდევნო მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" იქნება, რომელსაც აკობიას გუნდი 15:00 საათზე შეხვდება.
სფფ-ს პრესსამსახური