ყაზახეთის „პრეზიდენტის თასის“ საუკეთესო ფეხბურთელი ნიკა ახვლედიანი გახდა

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი – "პრეზიდენტის თასი", სადაც საქართველოს 17–წლამდე ნაკრები გუნდიც გამოდიოდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე მე–5 ადგილი დაიკავა. დღევანდელ შეხვედრაში, სადაც მე–5 და მე–6 ადგილოსნების ბედი ირკვეოდა, საქართველოს ნაკრებმა ირანის გუნდს 3:2 სძლია. ჩვენებურთაგან გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა (17 პენ), ნიკოლოზ ახვლედიანმა (24) და ნიკა ჭანტურიამ (36) გაიტანეს.

ქართველმა 17–წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" სულ ოთხი შეხვედრა გამართეს: სომხეთის ნაკრებს 5:3 მოუგეს; მომდევნო ორ შეხვედრაში კი, ჯერ 1:2 დამარცხდნენ თურქებთან, შემდეგ კი, 0:1 დათმეს უკრაინელებთან. ირანის ნაკრებთან
დაპირისპირებაზე კი, უკვე მოგახსენეთ.

ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის 17–წლამდე ნაკრები გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში უკრაინა დაამარცხა. მესამე ადგილზე კი, თურქეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდს აჯობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს U17 საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა, ნაკრები გუნდი სამშობლოში ჯილდოს გარეშე არ ბრუნდება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი – ნიკოლოზ ახვლედიანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს საერთაშორისო აღიარება ნიკა ახვლედიანისთვის პირველი არ არის. მარტში, თურქეთში გამართულ "კუშადასის თასის" გათამაშებაზე, ახვლედიანი ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა.

საქართველოს 17–წლამდე ნაკრები გუნდი თბილისში 1 მაისს, საღამოს დაბრუნდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული