14 და 15 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებების წარმატება ლენარტ იუჰანსონის თასზე

AutoSharing Option
საქართველოს 14 და 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებებმა წარმატებულად დაასრულეს საერთაშორისო ტურნირი "ლენარტ იუჰანსონის თასი 2011", რომელიც სტოკჰოლმში, "უეფას" ყოფილი პრეზიდენტის - ლენარტ იუჰანსონის აკადემიაში 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართა.

15-წლამდელები (მთ. მწვრთნელი ნოდარ აკობია) 1997 წელს დაბადებულთა შორის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ, ფინალში მათ ტურინის "იუვენტუსის" თანატოლები 1:0 დაამარცხეს, 14-წლამდელებმა (მთ. მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა) კი მე-3 ადგილი მოიპოვეს და ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრაში ამსტერდამის "აიაქსი" 6:0 გაანადგურეს.

ტურნირი ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო. 15-წლამდელებმა ჯგუფში ავსტრიის "გრაცთან" 0:1 მარცხის შემდეგ, ფინური
"ჰონკა" 4:0 და ამსტერდამის "აიაქსი" 3:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გავიდნენ. ნახევარფინალში ნოდარ აკობიას გუნდმა ბერძნული "აიკი" 2:0 დაამარცხა, ფინალში კი "იუვენტუსს" 1:0 სძლია.

დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველ ფეხბურთელებს მთავარი პრიზი თავად ლენარტ იუჰანსონმა გადასცა.

14-წლამდელებმა ქვეჯგუფში ფინური "ჰელსინკი" 5:1 და დანიური "ლინგბუ" 1:0 დაამარცხეს, ტურნირის აშკარა ფავორიტ და მომავალ ჩემპიონ "მილანთან" კი 1:7 წააგეს და ქვეჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში 14-წლამდელებს ბერძნულ "პაოკთან" მოეცრათ ხელი 0:1, მე-3 ადგლისათვის შეხვედრაში კი "აიაქსთან" 6:0 იმარჯვეს.

"აიაქსის" კარში პირველი გოლი ლუკა ვარძელაშვილმა (რომელმაც ტურნირზე ჯამში 3 გოლი გაიტანა) თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა ირაკლი ბუღრიძემ, თითოჯერ კი თავი დავით მოსულიშვილმა და რატი არდაზიშვილმა გამოიჩინეს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული