ახალგაზრდულმა "ავაზაზე" იორმხრივა

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ნაკრებს მისი მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია 23 მაისს თბილისში შეკრებს და ხორვატებთან 3 ივნისის შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებს.

გაბელიას თქმით, ჯერ უცნობია, სად ივარჯიშებს გუნდი: საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის თუ "ამერის" სტადიონებზე. გუნდი ვაშლიჯვარში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბინავდება.

შეკრებაზე გაბელია 24-25 ფეხბურთელს გამოიძახებს, საიდანაც ხორვატიაში 18 გაემგზავრება. არიან თუ არა სიაში ახალი ფეხბურთელები? ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელი გვპასუხობს, რომ ჯერ სია არ შეუდგენია.

რადგან ამხანაგური შეხვედრა ვერ ხერხდება, გაბელია ხორვატიამდე ფეხბურთელების ადგილზე გასინჯვას ცდილობს. ერთი ასეთი შეხვედრა 3
მაისს "ავაზას" სტადიონზე გაიმართა.

"ქართულ გუნდთან შეხვედრის გამართვა ვერანაირად ვერ ხერხდება, ამიტომ სახელდახელოდ შევკრიბეთ ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები და ორმხრივი თამაში ჩავატარეთ" - გვითხრა გაბელიამ.

A გუნდი-B გუნდი 2:1
გოლები:2:1 გაბაშვილი, 1:1 რიგვავა, 2:1 ლექვთაძე.
ა: ლეგაშვილი, კანდელაკი, აფაქიძე, ხოჭოლავა, სალარიძე, სიხარულია, შონია (ფარტენაძე), მ. ჯიშკარიანი (ლექვთაძე), გუგუჩია (ც. ბუკია), დეკანოიძე (რიგვავა), სიხარულიძე.
ბ: ნადირაძე, კაკუშაძე, ჩადუნელი, გველესიანი (გაჩეჩილაძე), ქვარცხავა, პარუნაშვილი, ნემსაძე, იოსელიანი, ყაზაიშვილი, ბუკია, გაბაშვილი.
გაბელიას თქმით, ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ქობალიას მიწვევაც სურდა, მაგრამ მას სიცხე ჰქონდა და თბილისში ვერ ჩამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული