ახალგაზრდულმა ხორვატიისთვის შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრება დაიწყო. ოთარ გაბელიას განკარგულებაში, ჯერჯერობით, მხოლოდ 18 ფეხბურთელია. 26 მაისიდან, გუნდს ეტაპობრივად შეემატებიან დანარჩენი ფეხბურთელებიც. ხოლო სრული შემადგენლობა გაბელიას განკარგულებაში 31 მაისისთვის იქნება.

U21-ის მთავარმა მწვრთნელმა დღესვე გამართა პრესკონფერენცია.

ოთარ გაბელია: "საერთოდ, მაინცდამაინც მომხრე არ ვარ ხანგრძლივი საწვრთნელი შეკრებების, მაგრამ ვინაიდან თითქმის ყველა ჩემპიონატი დასრულდა და ფეხბურთელების უმრავლესობა უკვე თავისუფალია, შევიკრიბეთ. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდები არიან და მოსამზადებლად და "ასაწყობად" ამათ ცოტა მეტი დრო სჭირდებათ.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან წაგვადგა ავსტრიაში წასვლა
და თამაშების ჩატარება, რადგან ბევრ ფეხბურთელს მივეცით შანსი და კარგად დავაკვირდით. იქ კარგად გამოჩნდა, თუ ვინაა ამ დროისთვის მზად და სწორედ მათ ვუხმეთ ხორვატიასთან სათამაშოდ. როგორც იცით, შეკრებაზე სულ 26 კაცია გამოძახებული და აქედან, 18 ფეხბურთელს წავიყვანთ ხორვატიაში.

დღეს უკვე ველაპარაკე ბიჭებს და ავუხსენი, რომ ვინც სახორვატიო განაცხადში ვერ მოხვდება, არ ნიშნავს, რომ ნაკრებში აღარ გამოვიძახებთ. თავის გამოჩენისა და წარმოჩენის შანსი ამ შეკრებაზე ყველას ექნება და დასამტკიცებელი უნდა დაამტკიცონ. დაახლოებით, 30-31 მაისს, უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ის 18 ფეხბურთელი.

ძალიან რთული თამაში გველის. ხორვატების ერთი თამაშის ჩანაწერი გვაქვს. ველოდებით სხვა მეტოქეების თამაშების ჩანაწერებსაც. კარგი გუნდი ჰყავს ივოს (შუშაკს). საფუძვლიანად გავეცანით ამ გუნდის შემადგენლობას, ფეხბურთელებს...

კიდევ ერთი - ყველამ მინდა იცოდეს, რომ ჩვენთან უდიდესი ყურადღება ექცევა დისციპლინას. თუ რაიმე პატარა დარღვევას მაინც შევამჩნევთ, შეიძლება შეკრებიდანაც კი გავუშვა ფეხბურთელი და ამის შესახებ ბიჭები უკვე გავაფრთხილე.

რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, ის ჩამოვიდა და გუნდთან ერთადაა. გახსოვთ, ალბათ, ის პატარა გაუგებრობები... ჩვენ ვისაუბრეთ და ყველაფერი გარკვეულია.

თემურ ქეცბაიამაც თქვა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა, მისი ნებაა. როცა ეროვნულ გუნდში გიძახებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ასაკობრივი გუნდია, რადგან ნაკრები ნაკრებია! და არ მეგულება ჭკუათმყოფელი ფეხბურთელი, ვისაც ნაკრებში თამაში არ სურს."

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული