ყველაზე გვიან შეკრებაზე ლოძის "ვიძევის" პლეიმეიკერი ნიკა ძალამიძე გამოცხადდება - 30 მაისს პოლონეთის ჩემპიონატში ითამაშებს და ამის შემდეგ გამოფრინდება.
გუშინ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრას ტრიბუნიდან უყურებდა "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე. ცხადია, მისი უთამაშებლობის მიზეზით დავინტერესდით.
"საშიში არაფერია, ლევანს ვარჯიშზე ფეხი ოდნავ ასტკივდა და გართულების თავიდან ასაცილებლად დავასვენეთ" - გვითხრა გაბელიამ.