ახალგაზრდულში ძალამიძეს ელიან

AutoSharing Option
როდესაც ახალგაზრდული ნაკრების შეკრება დაიწყო, გუნდის მომზადების გრაფიკი წინასწარ იყო ცნობილი. 29 მაისს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია "ამერის" სტადიონზე ორმხრივ თამაშს გეგმავდა.

თუმცა გუშინ თამაში არ გამართულა, ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა. გაბელიას თქმით, 27 მაისს "ბასაზე" ეროვნულ ნაკრებთან გამართულმა საკონტროლო შეხვედრამ სპარინგის პრობლემა მოუგვარა და ორმხრივის ჩატარება აუცილებელი აღარ გახდა. ალბათ, იმიტომაც, რომ ფეხბურთელების გადაღლა არ სურდა. 26 მაისს საქართველოს თასის ფინალში ნაკრებში "გაგრადან" გამოძახებულმა ლაშა კალანდაძემ და ნიკოლოზ ჯიშკარიანმა ითამაშეს, გუშინ "ჩიხურასთან" გადათამაშებაში კი - "სპარტაკის" ნახევარმცველმა თეიმურაზ
შონიამ.

ნაკრები სრული შემადგენლობით კი მხოლოდ 31 მაისს შეიკრიბება. ფრანგული "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძე გუშინ გვიან ღამით უნდა ჩამოფრენილიყო. დღეს, გვიან ღამევე ლოძის "ვიძევის" პლეიმეიკერ ნიკა ძალამიძეს ელიან და ყველა ფეხბურთელი ადგილზე იქნება.

გუნდი დღეს "ამერის" სტადიონზე ივარჯიშებს, 31 მაისს და 1 ივნისს საგურამოს ბაზაზე, 2 ივნისს კი ხორვატიაში გაემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული