ოთარ გაბელიამ გიორგი ჭანტურია შეკრებიდან გაუშვა

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია იმ 18 ფეხბურთელს დაასახელებს, რომლებიც ხორვატიაში გაემგზავრებიან. თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ მან უკვე ხუთი ფეხბურთელი გაუშვა: უგუნდო გიორგი სარალიძე, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველები გიორგი თექთურმანიძე და ირაკლი ლექვთაძე, ზუგდიდის "ბაიას" საყრდენი ნახევარმცველი ზვიად სიხარულია და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია.

პირველი ოთხი საკუთარი შეხედულებისამებრ, რომ იტყვიან, წმინდა სპორტული პრინციპით დაითხოვა, რაც შეეხება ჭანტურიას, მასთან დაკავშირებით არც ისე სასიამოვნო ამბავი მოხდა.

გავრცელ
და ინფორმაცია, რომ ახალგაზრდულის შეკრებაზე გაბელიასა და ჭანტურიას შორის კონფლიქტი მოხდა. გადავამოწმეთ და სინამდვილეში კონფლიქტი არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ გიორგის დიდი ბებია გარდაეცვალა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს გაეთავისუფლა. გიორგი იმ და მეორე დღესაც სახლში დარჩა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაუგებრობა - სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბრუნებულს უთხრეს, რომ შეკრებიდან გათავისუფლებულია.

ძალიან სამწუხარო ამბავია - თავდამსხმელი, რომელმაც ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების სპარინგისას თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინა, შეკრებაზე აღარ არის და ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატიაში ვერ დაემხმარება.

მომხდარზე ლაპარაკს გიორგი ჭანტურია მოერიდა, გაბელია კი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ნაკრებში დისციპლინის დამყარებაა, მაგრამ ფეხბურთელის იმედი მაინც აქვს.

- ბატონო ოთარ, შევიტყვეთ, რომ გიორგი ჭანტურია ნაკრებიდან დაითხოვეთ.
- დიახ, ის შეკრებიდან მართლაც გავათავისუფლეთ.

- ვიცით, რომ კონფლიქტი არ მომხდარა, მაგრამ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- კონფლიქტი მართლაც არ მოგვსვლია, მე არც ვამბობ, რომ მან რეჟიმი დაარღვია. პანაშვიდზე წინა დღეს გავუშვი, მეორე დღეს კი არავინ გაუფრთხილებია და სასტუმროში ღამე არ გამოცხადდა. მთელი გუნდი შეკრებაზე რომ არის და ფეხბურთელი შეკრების ადგილზე არ გამოცხადდება, მე ხომ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს?

- და მაინც, ცოტა მკაცრი სასჯელი ხომ არ არის?
- მასზე გადაკიდებული კი არ ვარ, ნაკრებიდან სამუდამოდაც არ მომიკვეთია და მისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, უბრალოდ, წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ჩვენ კი შეკრებიდან არავის ვუშვებთ. ერთზე თვალი თუ დახუჭე, მეორეც იმავეს გააკეთებს და ეს გუნდზე უარყოფითად იმოქმედებს. იმედია, ეს გადაწყვეტილება გიორგის სამომავლოდ გამოადგება. ამით სანაკრებო შეხვედრები არ მთავრდება, კიდევ ბევრი მატჩი გველის და თუ კლუბში თავს გამოიჩენს, სიამოვნებით მოვიწვევ.
რომ იცოდეთ, ჭატურიას გაშვებამ საქმეები გვარიანად ამირია, რადგან ხორვატიაში შემადგენლობაში მის დაყენებას ვაპირებდი. მე რომ მაგის ჩაძირვა მდომოდა, შეკრებაზე არც გამოვიძახებდი.

- საბოლოო სიას როდის გამოაქვეყნებთ?
- სიას ხვალ გეტყვით, რადგან კიდევ ორი კაცი უნდა გავუშვათ.

- ძალამიძე ჩამოვიდა?
- დღეს გვიან ჩამოვა. გიორგი მაკარიძე კი უკვე თბილისშია.

- მაკარიძე როგორ ფორმაშია?
- გიორგი გუშინ ჩამოვიდა და ჯერ არ უვარჯიშია. დავაკვირდებით და ვნახავთ.

... შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ოთარ გაბელაის გაწვრთნილებს 3 ივნისს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გაბელია მაგარია!!!
ასე დატოვა თავის დროს ლობანოვსკიმ ბლოხინი (ავტობუსში დააგვიანა). ახალგაზრდა კაცი დისციპლინას თავიდან უნდა შეეჩვიოს, მაგრამ ქართული ამბიცია ბევრს ჭირს უკვე ვარსკვლავები რომ გონიათ თავი
ziteka
11:31 01-06-2011
0
გასაგებია დისციპლინა და ამბავი, მხარს ვუჭერ ქეცბაიას გადაწყვეტილებას გოგუასთან დაკავშირებით დროებით სასჯელზე... მესმის რომ ცუდი მაგალიტი არ შეიძლება მარაააა, აი ეს მოვლენა მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... ბიჭს ბებია დაეგუპა და ერთი დგე დააგვიანა... რა მოხდა მერე?? რობოტები ხოარავართ ... მემგონი გაბელიამ უბრალოდ ქეცბაიას მიბაძა და ნეტი არაფერი... არადა უნდა გაეტვალისწინებინა ჭანტურიას მდგომარეობა... მითუმეტეს, რომ ეს ბიჭი ამ ნაკრების უდავო ლიდერია და შეიძლება ხორვატიასთან თამაშში სწორედ მისი არყოფნა აGმოჩნდეს გადამწყვეტი... მერე ვინ აგებს პასუხს?
0

სიახლეები პოპულარული