15–წლამდელები "ვიტესთან" დამარცხდნენ

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 15-წლამდე ნაკრები გუნდი ჰოლანდიაში იმყოფება. 3 და 4 ივნისს, ქართველი ფეხბურთელები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ, რომელსაც უტრეხტთან ახლომდებარე პატარა ქალაქი ნოივეგენი მასპინძლობს.

ნოდარ აკობიას გუნდი ჰოლანდიაში 30 მაისს გაემგზავრა. 15-წლამდელები საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ბაზაზე ემზადებიან.

31 მაისს, ჩვენი ფეხბურთელები ამხანაგურად გაეჯიბრნენ "ვიტესის" ასაკობრივ გუნდს და სამწუხაროდ, შეხვედრა ანგარიშით 3:1 დათმეს. ქართველთაგან ეს ერთი საპასუხო ბურთი ნიკა ქორიძემ გაიტანა.

U15-ის მენეჯერის, გიორგი კაციტაძის თქმით, გუნდი "ვიტესის" ბაზაზე კიდევ ერთი დღე დარჩება. 2 ივნისს კი, ნოივეგენში გაემგზავრებიან. შეგახსენებთ, რომ "ფორდ
როლეველდის" სახელობის ტურნირი 3 ივნისს იწყება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული