ტურნირი უტრეხტთან ახლომდებარე ქალაქ ნოივეგენში მიმდინარეობს. 3 ივნისს, ასპარეზობის პირველი დღე იყო.
ნოდარ აკობიას გუნდი ჯგუფში "უტრეხტთან", "ვიტესთან", "გენტთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ნაიმეგენთან", "ზენიტთან" და "ვრეესვიკთან" ერთადაა.
გუშინ, 15-წლამდელებმა ხუთი შეხვედრა (ტაიმი - 15 წუთი) ითამაშეს.
U15-მა ტურნირის პირველი თამაში "ვიტესთან" გამართა და ჰოლანდიელი თანატოლები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები გურამ გოშთელიანმა და გიორგი წივილაშვილმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის დაწყებამდე, ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ბაზაზე ემზადებოდა, სადაც, 31
მეორე შეხვედრა U15-ს ბელგიურ "გენტთან" ჰქონდა. აკობიას ფეხბურთელებმა კვლავ 2:0 იმარჯვეს. შეხვედრაში დუბლი გიორგი ჯობავამ შეასრულა.
მომდევნო შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები ადგილობრივ "ვრეესვიკს" დაუპირისპირდნენ. "გენტთან" მატჩის მსგავსად, პირველ ტაიმში თავი გიორგი ჯობავამ გამოიჩინა - კვლავ დუბლი - 2:0. მეორე ტაიმში თითო გოლი ილია სამურკასოვმა და ვატო არველაძემ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში - 4:0 დააფიქსირეს.
დღის მეორე ნახევარში, ქართველთა მეოთხე მეტოქე ჰოლანდიური "ნაიმეგენი" იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა კვლავ დამაჯერებლად იმარჯვეს - 2:0. გოლები ნიკა ქორიძემ და გიორგი ჯობავამ გაიტანეს.
დღის ბოლო შეხვედრა აკობიას გუნდმა "უტრეხტის" წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, 1:2 დამარცხდა მატჩის ბოლო წუთზე მეტოქის მიერ გატანილი პენალტით. ჩვენებურთაგან კი, ერთი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.
დღეს, ტურნირის დასკვნითი დღეა. ქართველი 15-წლამდელები ჯგუფის დარჩენილ შეხვედრებს ითამაშებენ "მანჩესტერ სიტისთან" და "ზენიტთან". შემდეგ, ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები, ერთმანეთს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური