ქართველთა ბაქოური მეტოქეები

AutoSharing Option
11 ივნისს დაიწყება და 16 ივნისს დასრულდება ბაქოში "კასპიის თასის" გათამაშება, რომელშიც 8 ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრებები იასპარეზებენ. ტურნირის ორგანიზატორებმა წილისყრა ჩაატარეს და მონაწილენი ორ ჯგუფად გაჰყვეს.

ვასილ მაისურაძის გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ნაკრებები იქნებიან. 11 ივნისს ქართველები ყაზახეთს შეხვდებიან, 12 ივნისს - ტაჯიკეთს, 14-ში კი - ესპანეთს.

ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში გადიან, მეორეადგილოსნები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ, მესამეადგილოსნები - მეხუთისთვის, ბოლოადგილოსნები კი მეშვიდისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული