ტურნირში 8 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობენ: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ესპანეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან ერთად გამოდის.
პირველი შეხვედრა ვასილ მაისურაძის გუნდმა ყაზახ თანატოლებთან გამართა და დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად - 5:1 გაიმარჯვა.
სტადიონი "შაგანი"
საქართველო - ყაზახეთი 5:1
საქართველო U17: ადამია, გაბაძე, ჩაკვეტაძე, ჭანტურია, გოროზია, ჭეჭელაშვილი (მელიქიძე), ცინცაძე (მაჭავარიანი), ახვლედიანი, პაპუნაშვილი (მაკარაძე), კაკაბაძე (დარციმელია), მზევაშვილი
გოლები: ახვლედიანი
შეხვედრაში ანგარიში ყაზახებმა გახსნეს 26-ე წუთზე. 37-ე წუთიდან კი, ჩვენი ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ და ორწუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმი, სწორედ, ასე დასრულდა - 2:1. მეორე ტაიმში, მაისურაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს კიდევ სამი ბურთი გაუტანეს. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ნაკრების თავდამსხმელმა - ალეკო მზევაშვილმა.
ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა, ასევე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა ტაჯიკეთის ნაკრები. ამ ეტაპზე, სამ-სამი ქულით, ჯგუფის პირველ- მეორე ადგილოსნები საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები არიან და სავარაუდოდ, ჯგუფის პირველი ადგილისთვის გადამწყვეტი ბრძოლა, ამ ორ გუნდს შორის გაიმართება.
პირველი ჯგუფის მატჩები კი, სადაც აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ნაკრებები გამოდიან, დღესვე, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.
ხვალ, ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართება. ქართველი 17-წლამდელები "შაგანის" სტადიონზე ტაჯიკეთის გუნდს დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, ესპანელები ყაზახეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.
სფფ-ის პრესსამსახური