U16-ის ნულოვანი ფრე სომხეთთან

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები გუნდი ერევანში იმყოფება, სადაც სომეხ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

დღეს, პირველი მატჩი შედგა და გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

საქართველო U16: ბააზოვი, გელაშვილი მალანია, წითლიძე (გაბედავა 59), თევზაძე (ჭიჭაღუა 76), ჯაფიაშვილი, ზარანდია (ხორხელი 40), გოროზია (არველაძე 48), ჭანტურია (ბარამიძე 73), მესხი (ხარაიშვილი 48), კობახიძე (მარგველაშვილი 59)

საქართველოს ნაკრები აშკარა უპირატესობას ორივე ტაიმში ფლობდა, თუმცა, მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს. ნაკრები გუნდის მენეჯერის - დავით დათუნაშვილის თქმით, შეყილაძის ფეხბურთელებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს; მათ შორის, 3-4 ასპროცენტიანი
მომენტები, როცა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდნენ.

მეორე შეხვედრას, გელა შეყილაძის გუნდი 17 ივნისს გამართავს და იმავე საღამოს სამშობლოში დაბრუნდება.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული