როგორც უკვე ვწერდით, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომეხ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრა. საბოლოოდ, ეს ტესტ-მატჩები ჩვენი გუნდისთვის უარყოფითი შედეგებით დასრულდა, რადგან პირველი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა; მეორე მატჩი კი, რომელიც დღეს, 17 ივნისს დილით გაიმართა, გელა შეყილაძის გუნდმა 3:1 წააგო.
საქართველო U16: ჩაფიძე, გელაშვილი, მარგველაშვილი (წითლიძე 74), მალანია, გაბედავა (ჭიჭაღუა 74), ჯაფიაშვილი, არველაძე, ჭანტურია (ბარამიძე 64), ხარაიშვილი (ხორხელი72), თევზაძე (მესხი 22) (გოროზია 56), კობახიძე (ზარანდია 56)
შეხვედრაში ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა გახსნა მე-18 წუთზე. გამარჯვების მომტანი გოლები
კი, მასპინძლებმა მეორე ტაიმის 43-ე, 55-ე და 73-ე წუთებზე გაგვიტანეს.
16-წლამდე ნაკრები გუნდი სამშობლოში უკვე გამოემგზავრა.
gff.ge