შოთასთან, თურქეთში

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 15 ივლისს შოთა არველაძის გაწვრთნილ თურქულ "კაისერთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ქუთაისის "ტორპედოს" ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ ეროვნულ ნაკრებში ოთხი ტორპედოელი მიიწვია: გივი იოსელიანი, ცოტნე ხარაბაძე, თორნიკე თარხნიშვილი და ნიკა საბანაძე.

ცხადია, სრული სიით დავინტერესდით, მაგრამ გაბელიამ გვითხრა, რომ შემადგენლობას დღეს, 12 ივლისს გამოაქვეყნებს. ზოგადად კი გვაცნობა, რომ ბევრი ახალწვეული იქნება, მაგრამ მხოლოდ ბათუმის "დინამოს" მარცხენა მცველი გიორგი ფარტენაძე დაგვისახელა. არ გამორიცხა აზერბაიჯანიდან მოთამაშის გამოძახებაც და, მართალია, გვარი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ეს ადვილი გამოსაცნობი უნდა
იყოს - ახალგაზრდული ნაკრების ასაკისა იქ მხოლოდ თავუზის "თურანის" 19 წლის ნახევარმცველი ზურაბ ხურციძე თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული