მეკარეები: თორნიკე ზარქუა, დავით ლეგაშვილი.
მცველები: გივი იოსელიანი, თეიმურაზ შონია, ნიკოლოზ აფაქიძე, მირზა ფარტენაძე, ცოტნე ხარაბაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ნიკა შონია.
ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი, გიორგი სალარიძე, ზვიად სიხარულია, ვალერი ყაზაიშვილი, ვახტანგ ფოცხვერია, ლაშა გვალია.
თავდამსხმელები: ნიკოლოზ საბანაძე, ირაკლი სიხარულიძე, ზურაბ ხურციძე, კონსტანტინე გაბაშვილი, ვახტანგ ფოცხვერია
"მატჩი 15 ივლისს გაიმართება, თუმცა შეხვედრის დაწყების დრო ჯერ დასაზუსტებელია. ამ ტესტმატჩში ნაკრების
გუნდში ერთადერთი ლეგიონერია - აზერბაიჯანული "თოვუზის" თავდამსხმელი ზურაბ ხურციძე, რომელიც პირველადაა გამოძახებული გაბელიას ნაკრებში. სხვათა შორის, კლუბის ვებგვერდზე ზურაბი მთელი ათი წლით დააბერეს, რადგან მისი დაბადების წლად მითითებულია არა 1991, არამედ 1981 წელი.
ახალწვეულები არიან აგრეთვე ცხინვალის "სპარტაკის" მცველი ბადრი ტეტუნაშვილი, ქუთაისის "ტორპედოს" მარჯვენაფლანგელი ცოტნე ხარაბაძე, ზუგდიდის "ბაიას" წევრი ნიკა შონია, ფოთის "კოლხეთის" ცენტრალური ნახევარმცველი ლაშა გვალია, თბილისის "დინამოდან" "ვიტ ჯორჯიაში" გადასული ირაკლი სიხარულიძე და "დინამო 2"-ის შემტევი ნახევარმცველი ვახტანგ ფოცხვერია.
გაბელიას თქმით, მატჩი არა "კაისერის" სტადიონზე, არამედ გუნდის ბაზაზე გაიმართება. ასეთი შეხვედრები ნაკრების კანდიდატებს ჰაერივით სჭირდებათ და რაც მეტს გამართავენ, თუნდაც ასეთ "შინაურულს" - მეტოქის ბაზაზე, მით უფრო წაადგებათ საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.
ახალგაზრდული ნაკრები თბილისში 16 ივლისს დაბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"