არველაძე-გაბელია 1:0

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თურქეთში შოთა არველაძის "ქაისერისფორს" ესტუმრა და გუშინ მასპინძელთა ბაზაზე ამხანაგურად გაეჯიბრა.

ოთარ გაბელაის გაწვრთნილები 0:1 დამარცხდნენ. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ერთადერთი ბურთი კი არველაძის გუნდმა მეორე ტაიმში გაიტანა - 55-ე წუთზე ჰასან ალი კალდირიმმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

საქართველო: ზარქუა (ლეგაშვილი), სალარიძე (ფოცხვერია), ტეტუნაშვილი, აფაქიძე, ფარტენაძე (ხარაბაძე), ყაზაიშვილი (ხურციძე), თარხნიშვილი, თ.შონია (ნ.შონია), იოსელიანი (სიხარულიძე), სიხარულია (გვალია), საბანაძე (გაბაშვილი).

"ქაისერის" ძირითადში ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც არველაძემ მე-60 წუთზე დაასვენა. ახალგაზრდული ნაკრები დღეს, 16 ივლისს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული