19 წლამდელები "Milk Cup"-ის გათამაშებაზე მიემგზავრებიან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდი ჩრდ.ირლანდიაში, "Milk Cup"-ის გათამაშებაზე მიემგზავრება. ტურნირში ჩრდ.ირლანდიის, ისრაელის, აშშ-ს, დანიისა და მექსიკის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

გიორგი დევდარიანის გუნდმა საწვრთნელი შეკრება 17 ივლისს დაიწყო და დღეს, 23 ივლისს დაასრულა. 19-წლამდელთა დამრიგებელმა, ბოლო ვარჯიში საგურამოს ბაზაზე, დღეს დილით გამართა. ხვალ გამთენიას კი, გუნდი უკვე ირლანდიაში გაემგზავრება.

გიორგი დევდარიანის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), რობერტ იმერლიშვილი ("ზესტაფონი")
მცველები: გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), არჩილ ტვილდიანი ("დინამო" თბილისი), მალხაზ გაგოშიძე ("ზესტაფონი"), ოთარ დოლიძე
("დინამო" თბილისი), თედო კაკულია ("დინამო" თბილისი), ნოდარ კიკნაველიძე ("ზესტაფონი"), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი")
ნახევარმცველები: მერაბ გიგაური ("ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი ("დინამო" თბილისი), ლაშა შინდაგორიძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ვარლამ კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო" თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("სასკო"), ბუბა რუხაძე ("დინამო" თბილისი)

აქვე, შეგახსენებთ საქართველოს 19-წლამდელთა თამაშების გრაფიკს ირლანდიურ ტურნირზე.

25 ივლისი
საქართველო ვს მექსიკა

27 ივლისი
საქართველო ვს ჩრდ.ირლანდია

29 ივლისი
ფლეი-ოფები და ფინალური მატჩი

ტურნირის მიმდინარეობისას, საშუალება გექნებათ გაეცნოთ 19-წლამდელების ასპარეზობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალურ საიტზე.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული