U19: მექსიკით ვიწყებთ

AutoSharing Option
დღეს, 25 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში Milk Cup-ის გათამაშებაში ჩაერთვება - გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე მექსიკა იქნება. ზეგ ქართველები მასპინძლებს დაუპირისპირდებიან, 29 ივლისს კი პლეი ოფები და ფინალია დანიშნული.

დევდარიანმა ბრიტანეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: დავით ლეგაშვილი (”სასკო”), რობერტ იმერლიშვილი (”ზესტაფონი”);
მცველები: გიორგი კალანდია (”ვიტ ჯორჯია”), ნიკა სანდოხაძე, არჩილ ტვილდიანი, ოთარ დოლიძე, თედო კაკულია (ყველა - ”დინამო” თბილისი), მალხაზ გაგოშიძე, ნოდარ კიკნაველიძე, თორნიკე გრიგალაშვილი (სამივე - ”ზესტაფონი”);
ნახევარმცველები: მერაბ გიგაური (”ტორპედო” ქუთაისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა
(სამივე - ”დინამო” თბილისი), ვარლამ კილასონია (”სპარტაკი”, ცხინვალი), ლაშა შინდაგორიძე (”ორჰუსი”, დანია),
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (”სასკო”), ბუბა რუხაძე (”დინამო” თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმე ანახებს? ინტერნეტით, ვგულისხმობ. სად შეიძლება ნახვა?
fau2
18:07 25-07-2011
0

სიახლეები პოპულარული