19-წლამდელები ჩრდილოეთ ირლანდიასთან 1:3 დამარცხდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე Milc Cup-ის ფინალში გასვლა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, პირველ ტურში გიორგი დევდარიანის გუნდმა მექსიკას 2:1 სძლია, გუშინ კი მასპინძლებთან 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ჩრდილოირლანდიელებმა 1:0 მოგვიგეს, 70-ე წუთზე კი მეორეც გაგვიტანეს. 82-ე წუთზე ქართველებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ერთ წუთში მასპინძლებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

დღეს ფინალში ერთმანეთს დანია და ჩრდილოეთ ირლანდია შეხვდებიან, დღესვე საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის აშშ-ს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული