17-წლამდელები პალანგას ტურნირითვის დაირაზმნენ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდის მზადება და საწვრთნელი შეკრება პალანგას ტურნირისთვის დასასრულს მიუახლოვდა.

გუშინ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ, "ამერის" სტადიონზე ფეხბურთელებს ორმხრივი თამაში ათამაშა, რასაც წინ უძღოდა მცირეხნიანი ვარჯიში. მაისურაძემ შეგირდები სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებით დატვირთა.

საწვრთნელი შეკრება სულ 21-მა ფეხბურთელმა გაიარა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით კი, პალანგას ტურნირზე შემდეგი ფეხბურთელები მიემგზავრებიან:

მეკარეები
: ნიკა შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე ადამია ("მეტალურგი", რუსთავი)
მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი ("მეტალურგი", რუსთავი), ალიკო ჩაკვეტაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გოროზია ("ლოკომოტივი", თბილისი),
ამირან გუგუშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("მეტალურგი", რუსთავი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ("დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), თორნიკე მაჭავარიანი ("დინამო", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი)
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით დარციმელია ("ლოკომოტივი", თბილისი), ალეკო მზევაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი)

შეგახსენებთ, რომ პალანგას ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გუნდს აზერბაიჯანის, ლატვიისა და ბელორუსის ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება.

17-წლამდელები ლიტვაში ორშაბათს, გამთენიისას გაემგზავრებიან.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული