ლევან მჭედლიძე: ესპანელების წინააღმდეგ სავსე ტრიბუნები ჰაერივით გვჭირდება

AutoSharing Option
1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანელ თანატოლებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დაუხვდება. იტალიის სერია ბ-ს "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იმედოვნებს, რომ ქუთათურები სტადიონს შეავსებენ.

"ქუთაისში ჩემი მეგობარი თორნიკე თარხნიშვილი თამაშობს. ველაპარაკე და გამიხარდა, როცა მითხრა, ქუთაისში კარგი ბალახი დააგესო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ესპანელებს ხეირიან მინდორზე შევხვდეთ, რათა ჩვენი ფეხბურთის ჩვენების საშუალება მოგვეცეს.

ძალიან მინდოდა ქუთაისში თამაში, რადგან ვიცი, რომ იქაურებმა გულიანი მხარდაჭერა იციან და სტადიონი ივსება. ესპანელებთან კი სავსე სტადიონი ჰაერივით გვჭირდება", - თქვა მჭედლიძემ.

თავად ლევანმა კი 20 აგვისტოს იტალიის
თასზე "სამპოდორიასთან" მატჩი (რომელიც "ემპოლიმ" 2:1 მოიგო) ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ამბობს, რომ საშიში არაფერია: "ახლა უკეთ ვარ. "სამპდორიასთან" იმიტომ ვერ ვითამაშე, რომ ტრავმის გამო სამი დღე არ მივარჯიშია. მხარი ამომივარდა და ჩამისვეს. როდესაც ორთაბრძოლისას მეჯახებოდნენ, ძალიან მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწებებული ხელით ვთამაშობდი. არ მინდოდა ვარჯიშის შეწყვეტა, მაგრამ ბოლოს ესპანეთთან მატჩი გამახსენდა და თავად ვთხოვე მწვრთნელს, უნდა დავისვენო-მეთქი. თუმცა ხვალ, 24 აგვისტოს გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და საშიშიც არაფერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბიჭსაც ხომ ტრავმები არ ასვენებენ რა! ხან კოჭი, ხან მუხლი, ხან წვივი, ხან მყისი, ხან ბეჭი, ხან საზარდული, ხან რა და ხან რა!!! როდის უნდა იყოს რო წავიკითხოთ მისი 100% ჯანმრთელობის შესახებ და ჩაბარდეს მისი ტრამვები წარსულს??? გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას!
უძლევი
12:49 23-08-2011
0
იმედია ესპანეთს რო გაუტანს მაშინ...
papuna
18:35 23-08-2011
0

სიახლეები პოპულარული