ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ანგარიში ალეკო მზევაშვილმა გახსნა. სულ რამდენიმე წუთში კი, რომან ჭანტურიას გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გოლად მათე ცინცაძემ აქცია. სწორედ, ჭანტურიას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის გააძევეს მოედნიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელი 36-ე წუთზე.
აზერბაიჯანელებმა ანგარიშის სხვაობის შემცირება პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეძლეს. ეს იყო და ეს.
საქართველო U17: ადამია, გაბაძე, ნ.ჭანტურია, დვალი (53 ჩაკვეტაძე), გოროზია, აბურჯანია
გოლები: მზევაშვილი (34), ცინცაძე (38 პენ)
გაფრთხილება: რ.ჭანტურია, აბურჯანია, მზევაშვილი
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში, ლატვიამ ბელარუსის გუნდი დაამარცხა 2:0. ასე რომ, საერთო შედეგებიდან გამომდინარე, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების წინ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია და ჩვენს მესამე მატჩს, ბელარუსის წინააღმდეგ არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს - საქართველოს ნაკრები უკვე პალანგას ტურნირის ფინალშია და თავის მოწინააღმდეგეს ელის მეორე ჯგუფიდან, სადაც უკრაინა, ყაზახეთი, ლიტვა და მოლდოვა თამაშობენ.
თუმცა, როგორც სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ნაკრების მენეჯერმა განაცხადა, გუნდს და მის მთავარ მწვრთნელს სურვილი აქვთ ტურნირი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულონ და ამიტომ, ყველა მატჩის დადებითი შედეგით დასრულებას გეგმავენ.
25 აგვისტოს გუნდები დაისვენებენ. 26 აგვისტოს კი, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართება და სწორედ, ამის შემდეგ ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვევა.
gff.ge