17-წლამდელები - ჩემპიონობა ახლოა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პალანგის თასის ფინალში დამაჯერებლად გავიდა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერი ბელარუსი 4:0 გაანადგურა და დღეს ფინალში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პირველი ტაიმი ქართველებმა 2:0 მოიგეს, გოლები დარციმელიასა და კაკაბაძის ანგარშზეა, მეორე ნახევარში კი თავი მაჭავარიანმა და მზევაშვილმა გამოიჩინეს.

ჩვენმა გუნდმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ადამია (41. ტყემალაძე), გაბაძე ნ. ჭანტურია, ჩაკვეტაძე (41. დვალი), გოროზია (41. გუგუშვილი), ცინცაძე, ჭეჭელაშვილი, მაჭავარიანი, კაკაბაძე (41. პაპუნაშვილი), ახვლედიანი (41. რ. ჭანტურია), დარციმელია (41. მზევაშვილი).

შესაძლოა, პალანგის ტურნირი არ იყოს ძალიან მაღალი დონისა, მაგრამ
მაინც სასიამოვნოა, რომ იქ ქართველები ხშირად აღწევენ წარმატებებს და მაისურაძის გუნდის ფინალში გასვლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ დამაიმედებელი ამბავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული