თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მოგების იმედი მაქვს

AutoSharing Option
დღევანდელი მატჩი ქუთაისში საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ლაკმუსის ქაღალდის როლსაც შეასრულებს - ვნახავთ, რეალურად რა შუეძლია იმ თაობას, რომელიც ჩვენს ფეხბურთში თანდათან იმკვიდრებს ადგილს.

გუშინდელი ყმაწვილები დღეს უკვე დიდ ფეხბურთში არიან, საუკეთესოები ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდნენ და ევროშესარჩევის პირველ შეხვედრაში ხორვატიას მისსავე მოედანზე 1:0 მოუგეს.

წარმატებული სტარტით შეგულიანებული ქართველი ახალგაზრდები ესპანელებთან მატჩებამდეც იმედიანად არიან. მარიუპოლის "ილიჩივეცის" ცენტრალური ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილის კომენტარიც ამაზე მეტყველებს:

"ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, ესპანეთის ძალა ყველას მოეხსენება. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენს თაობასაც ბევრი შეუძლია, საკმაოდ
კარგად შეთამაშებული, მებრძოლი ნაკრები გვყავს და მოგების იმედიც მაქვს. ვნახოთ, რა გამოვა, ჩვენ კი საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ოქრიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული