ოთარ გაბელია გადადგა

AutoSharing Option
ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ოთარ გაბელიამ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, 9 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების ესპანეთში თამაშის შემდეგ მიიღო.

"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ნაკრებს სხვამ უნდა უხელმძღვანელოს", - განაცხადა ოთარ გაბელიამ.

მან ფეხბურთის თანადგომისა და ქომაგობისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ნაკრებში ოთარ გაბელიას, რომელიც მთავარ მწვრთნელად სამი წელი მუშაობდა.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინვას ინფორმაციით, ახალი მწვრთნელის ვინაობა დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ,
რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის შესარჩევ ციკლში ესპანელ თანატოლებთან ზედიზედ ორი თამაში წააგო, პირველი - 2:7; მეორე კი - 0:2.
მკითხველის კომენტარები / 14 /
დინამოდან უამრავი ნიჭიერი ბავშვი გაუშვა დევდარიანმა და თავისი ბიჭები მოიყვანა ეს სამართლიანია?
malxazi
21:51 09-09-2011
0
რეზო ძოზუაშვილი და კიდევ რეზო ძოძუაშვილი,მიუშვით და აცალეთ ამ კაცს
kaxa
00:32 10-09-2011
0

სიახლეები პოპულარული