ვასილ მაისურაძე გუნდთან ერთად ურეკში გაემგზავრა. მოსამზადებელ ეტაპს 22 ფეხბურთელი გაივლის, რომელთაგანაც მთავარი მწვრთნელი, საბოლოოდ, 18-ს შეარჩევს და განაცხადში შეიყვანს. შეკრებაზე არიან:
მეკარეები: ნიკა შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე ადამია ("მეტალურგი", რუსთავი)
მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი ("მეტალურგი", რუსთავი), ალიკო ჩაკვეტაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გოროზია ("ლოკომოტივი", თბილისი), ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), ცოტნე ქებურია ("მეტალურგი", რუსთავი)
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), ოთარ
თავდამსხმელები: ალეკო მზევაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), რომან ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("მეტალურგი", რუსთავი), დავით დარციმელია ("ლოკომოტივი", თბილისი), დავით მაკარაძე ("დინამო" თბილისი)
თუმცა, დღევანდელი ინფორმაციით, გუნდმა დანაკლისი უკვე განიცადა. პირველივე ვარჯიშზე დაშავდა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე - ალეკო მზევაშვილი და ტრავმის სირთულიდან გამომდინარე, მისი მოლდოვაში წასვლაც გამოირიცხა.
მოლდოვაში გასამართი ევროშესარჩევის მატჩები 21-26 სექტემბერს გაიმართება. ქართველი 17-წლამდელები მე-8 ჯგუფში იასპარეზებენ შვედეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად.
შესარჩევი ციკლის მატჩები სამ სათამაშო დღეზეა გადანაწილებული:
21 სექტემბერი
საქართველო - ბულგარეთი
შვედეთი - მოლდოვა
23 სექტემბერი
საქართველო - მოლდოვა
ბულგარეთი - შვედეთი
26 სექტემბერი
შვედეთი - საქართველო
მოლდოვა - ბულგარეთი
ჯგუფებიდან კი, ორი საუკეთესო გუნდი გადის.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი, ურეკის შეკრებას 17 სექტემბერს დაასრულებს, შემდეგ თბილისში დაბრუნდება და მოლდოვაში გაემგზავრება.
gbf.ge