U17: მსაჯები ცნობილია

AutoSharing Option
გაირკვა იმ მსაჯების ვინაობა, რომლებიც 21-დან 26 სექტემბრამდე მოლდოვაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მატჩებს მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ და ელიტრაუნდში გასასვლელად ოთხგუნდიანი ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრა დასჭირდებათ.

21 სექტემბერს ტირასპოლში საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩს მალტელი პისანი კლეიტონი განსჯის, 23 სექტემბერს ვადულ ლუი ვოდაში ვასილ მაისურაძის გუნდისა და მასპინძელთა დაპირისპირებას ჩერნოგორიელი ნიკოლა დაბანოვიჩი გაუძღვება, 26 სექტემბერს კი ორჰეიში საქართველო-შვედეთ
ის არბიტრი ზემოთ ნახსენები კლეიტონი იქნება.

შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ზუგდიდშია შეკრებაზე. სამწვრთნელო შტაბს ჯერ არ დაუსახელებია ის 18 ფეხბურთელი, რომლებსაც მოლდოვაში წაიყვანს.

U19: შემდეგი შესარჩევი ორ თვეშია
ორიოდე სიტყვით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც შევეხოთ. გიორგი დევდარიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება. იქამდე ჯერ კიდევ არის დრო და იმედია, 19-წლამდელებიც სათანადოდ მოემზადებიან.

საკვალიფიკაციო ტურნირის სისტემა აქაც 17-წლამდელების ანალოგიურია. 11 ნოემბერს საქართველოს ნაკრები პოლონეთს შეხვდება, 13 ნოემბერს მასპინძელ თურქეთს დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი, 16 ნოემბერს, ქართველები ლუქსემბურგელებს ეთამაშებიან.

მატჩების ჩატარების ადგილი ჯერ არ დაზუსტებულა, თუმცა სავარაუდოდ, ამ ჯგუფის შეხვედრები ანთალიის მხარეში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული