17-წლამდელთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს გამთენიისას მოლდოვაში გაემგზავრა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი, რომელიც 21 სექტემბრიდან ევროშესარჩევის ჯგუფური ეტაპის გათამაშებაში ჩაერთვება.

ვასილ მაისურაძის გუნდი მე-8 ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები შვედეთის, ბულგარეთისა და მოლდოვას გუნდები არიან.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი 18 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: ნიკა შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე ადამია ("მეტალურგი", რუსთავი)
მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი ("მეტალურგი", რუსთავი), ალიკო ჩაკვეტაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი გოროზია ("ლოკომოტივი", თბილისი), ცოტნე ქებურია ("მეტალურგი", რუსთავი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია ("მეტალურგი", რუსთავი), ჭიაბერ
ჭეჭელაშვილი ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო" თბილისი), თორნიკე მაჭავარიანი ("დინამო" თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი)
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), დათო დარციმელია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("მეტალურგი", რუსთავი)

17-წლამდელები პირველ შეხვედრას 21 სექტემბერს გამართავენ. სადებიუტო შეხვედრაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული