ჭეჭელაშვილის, ახვლედიანისა და პაპუნაშვილის გოლებით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება და პირველი სამი ქულა მოიპოვა. მართალია, ანგარიში ბულგარელებმა გახსნეს, თუმცა, ჩვენმა ახალგაზრდებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრებაც და უპირატესობის მოპოვებაც.
შეხვედრა ტირასპოლში, სტადიონ "დინამო ავტო"- ზე გაიმართა.
საქართველოU17 - ბულგარეთი U17 3:2 (2:1)
გოლები: პეტკოვი (17, 71), ჭეჭელაშვილი (19 პენ), ახვლედიანი (23), პაპუნაშვილი (69)
გაფრთხილება: კალპაკიევი, ნ.ჭანტურია,
მსაჯი: კლეიტონ პისანი (მალტა)
საქართველოU17: ადამია, გაბაძე, ნ.ჭანტურია, ჩაკვეტაძე, გოროზია (დვალი 52), აბურჯანია (კაპ) (ცინცაძე 41), პაპუნაშვილი, რ.ჭანტურია (კერძევაძე 72), ახვლედიანი, მაჭავარიანი, ჭეჭელაშვილი
მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე
ბულგარეთი U17: კიტანოვი, მიცაკოვი, ილიევი, კალპაკიევი, პეტკოვი, კოლევი (კაპ), მინჩევი (ვასილევი 58), დრიანოვი, მ.მ. ორაჩევი, მ.რ. ორაჩევი (მაიმუნკოვი 76), ჩობანოვი (ანგელოვი 58)
მთ.მწვრთნელი - ალექსანდარ დიმიტროვი
დღესვე, გაიმართება ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი შვედეთისა და მოლდოვას ნაკრებებს შორის. მომდევნო შეხვედრას კი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 23 სექტემბერს, მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
gff.ge