U17: მოლდოვას კარგი სტატისტიკით ვხვდებით

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდის მეორე მატჩს ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ელიტრაუნდის საგზურსაც დაიბევებს.

ვასილ მაისურაძის გუნდი დღეს მასპინძელ მოლდოვას ხვდება, რომელიც პირველ ტურში შვედეთთან 0:3 განადგურდა, ჩვენებმა კი, შეგახსენებთ, ბულგარეთს 3:2 სძლიეს.

ბულგარელებს გოლების გარდა, სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებითაც ვაჯობეთ. კარის ჩარჩოში ქართველებმა 6-ჯერ დაარტყეს, ბულგარელებმა 5-ჯერ; კარის მიმართულებით ჩვენ 7-ჯერ, იმათ - 5-ჯერ; ჩვენ 3 კუთხური ჩავაწოდეთ, მათ - 2; ჯარიმების რაოდენობა თანაბარია - 13, გაფრთხილება კი ქართველებმა 3 მიიღეს, ბულგარელებმა - 2.

შეგახსენებთ,
ბულგარეთს გოლები ნიკა ახვლედიანმა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა და ნიკა ახვლედიანმა გაუტანეს, ერთი საგოლე პასია გუნდის კაპიტნის, გიორგი აბურჯანიას ანგარიშზე; ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ ჭეჭელაშვილი დაჯარიმდა, ორჯერ კი პაპუნაშვილის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალეკო შენ იცი აბა!!!
geosochi
13:58 23-09-2011
0
როგორც კი დარწმუნებულები ვთამაშობთ ეგრევე ვაგებთ. დროა ჭკუა ვისწავლოთ.
ramo
13:14 23-09-2011
0

სიახლეები პოპულარული