17-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, მოლდოვაში მიმდინარე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მოლდოვას ნაკრებს დაუპირისპირდა.

ვასილ მაისურაძის გუნდისთვის, ამ მატჩში დადებითი შედეგის მიღწევა აუცილებელი იყო, ვინაიდან ჩვენი ნაკრები უპრობლემოდ ინაღდებდა შემდგომ ეტაპზე გასვლას.

მასპინძელთა გუნდი, პირველ შეხედრაში 0:3 დამარცხდა შვედეთის ნაკრებთან. შესაბამისად, მე-8 ჯგუფის ლიდერები შვედეთი და საქართველო იყვნენ. დღეს დილით კი, შვედებმა 0:0 ითამაშეს ბულგარეთთან და 4 ქულით ცხრილის პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. თუმცა, ჯგუფის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერი შეიცვალა - ქართველმა 17-წლამდელებმა 6 ქულა
დააგროვეს და მეორე ეტაპზე თამაში გაინაღდეს.

მოლდოვასთან მატჩის პირველი ტაიმის ნახევარი ისე მიილია, რომ საქართველოს ნაკრების უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში არ გახსნილა. 34-ე წუთზე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანით, ჩვენი გუნდი დაწინაურდა. ზუსტად ხუთ წუთში კი, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ნიკა ჭანტურიამ გორიტას კარში ზუსტად გადაგზავნა და ანგარიში ორამდე გაზარდა. საქართველოს ნაკრები შესვენებაზე დამაჯერებელი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმიც ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო. თუმცა, შემდეგ მოწინააღმდეგე გააქტიურდა და საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც მაკრიტიჩიმ ვერ შეძლო. მოლდოველებმა 65-ე წუთზე მაინც შეძლეს ჩვენს კარში გოლის გატანა; თავი შეცვლაზე შესულმა ირკიუკმა გამოიჩინა.

ეს იყო და ეს. ანგარიში აღარ შეცვლილა. ორ მატჩში დაგროვილი ქულათა მაქსიმუმით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი წარმატებით დასძლია და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველო U17 - მოლდოვა U17 2:1 (2:0)
გოლი: ჭეჭელაშვილი (34 პენ), ნ.ჭანტურია (39), ირკიუკი (65)
გაფრთხილება: ნ.ჭანტურია, აბურჯანია
მსაჯი: კლეიტონ პისანი (მალტა)

საქართველოU17: ადამია, ნ.ჭანტურია, გოროზია, აბურჯანია (კაპ), პაპუნაშვილი (ცინცაძე 60), ახვლედიანი (კერძევაძე 80), დარციმელია, კაკაბაძე, დვალი, მაჭავარიანი, ჭეჭელაშვილი
მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

მოლდოვა U17: გორიტა, ვოლკოვი, გერმანი, ვლასი, ბოტი (რებენია 62), ბურლაკუ (ირიკიუკი 22), პაირელი, კიუნტუ, ბირდანი (კაპ) (კირლანი 53), როზგონიუკი, მაკრიტჩი
მთ.მწვრთნელი - ვიაჩესლავ რუსნაკი

24 და 25 სექტემბერს გუნდები დაისვენებენ. 26 სექტემბერს კი, ჯგუფის ბოლო მატჩები გაიმართება. ორჰეის სტადიონზე საქართველო შვედეთს შეხვდება და შედეგის მიუხედავად, შემდგომ ეტაპზე თამაში გარანტირებული გვექნება.

საქართველო - 6 ქულა (5/3)
შვედეთი - 4 ქულა (3/0)
ბულგარეთი - 1 ქულა (2/3)
მოლდოვა - 0 ქულა (1/5)

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
5++++++
geosochi
19:28 23-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული