U17: ელიტრაუნდი ნაადრევად გავინაღდეთ!

AutoSharing Option
23.09. ვადულ ლუი ვოდა. სიტი სთედიუმი
საქართველო-მოლდოვა 2:1
1:0 ჭეჭელაშვილი (34. პენ.), 2:0 ნ. ჭანტურია (39), 2:1 ირისიუსი (65)

საქართველო: ადამია, ნ. ჭანტურია, გოროზია, დვალი, კაკაბაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (60. ცინცაძე), მაჭავარიანი, ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი (80. კერძევაძე), დარციმელია
სათადარიგოები: შერმადინი, გაბაძე, ჩაკვეტაძე, ქებურია, რ. ჭანტურია
მოლდოვა: გორიცა, ვოლკოვი, გერმანი, ვლასი, ბოცი (62. რუბენია), ბურლაკუ (22. ირისიუსი), პაირელი, სუნტუ, ბირდანი (53. შირლანი), როზგონიუკი, მაჩრიტჩი
სათადარიგოები: შიულოცი, როშკა, ოიოგი, ზაბუნი

გაფრთხილება: ნ. ჭანტურია (55), აბურჯანია (59)

არბიტრი: კ. პისანი (მალტა)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვაში მიმდინარე
მინიტურნირში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში თამაში დაიბევა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და მასპინძელი მოლდოვის ძლევით ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრა გაინაღდა. პირველი ადგილის დასაკავებლად კი ბოლო ტურში შვედეთთან ფრეც გვყოფნის, თუმცა პირველ ადგილზე გავალთ თუ მეორეზე, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც არ აქვს.

პირველ ტურში გამარჯვების მიუხედავად, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა, რამაც, როგორც ჩანს, გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა. ქართველთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და მართალია, მაისურაძის ფეხბურთელებს სწრაფი გოლის გატანა არ გამოუვიდათ, პირველი ტაიმის დასკვნითი მონაკვეთი განსაკუთრებულად ძლიერად ჩაატარეს და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა მეორე შეხვედრაში მეორე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ნიკა ჭანტურიამ კი თავი კუთხურისას გამოიჩინა.

არც უიღბლობას უნდა ვუჩიოდეთ : 56-ე წუთზე ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ, საბედნიეროდ, მოლდოველი მაჩრიტჩის დარტყმა ძელს მოხვდა.
პრესტიჟის გოლის გატანა მასპინძლებმა მაინც შეძლეს, თუმცა მხოლოდ ამასEდასჯერდნენ და გამარჯვებაში ხელი ვერ შეგვიშალეს.

აქვე ამ მატჩის სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგაცნობთ:

საქართველო მოლდოვა
5 კარში დარტყმა 4
7 კარისკენ დარტყმა 5
6 კუთხური 5
16 ჯარიმა 14

ბულგარეთი-შვედეთი 0:0
ეს მატჩი უფრო ადრე გაიმართა და ბულგარეთის გამარჯვების შემთხვევაში ელიტრაუნდს ვერ ვინაღდებდით. ეს შედეგი ჩვენთვის ყოველმხრივ ხელსაყრელი იყო, რადგან შვედეთის მიერ დაკარგულმა ქულებმა ერთპიროვნული გალიდერების საშუალება მოგვცა და ჯგუფში პირველობის უკეთესი შანსიც გაგვიჩინა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 5-3 6
2. შვედეთი 2 1 1 0 3-0 4
3. ბულგარეთი 2 0 1 1 2-3 1
4. მოლდოვა 2 0 0 2 1-5 0

26 სექტემბერი
შვედეთი-საქართველო
მოლდოვა-ბულგარეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევაც დაიზრდებიან!
Tornike
14:31 24-09-2011
0
ყოჩაღ მაისურაძე თავმდაბალი კაცია და თავისი საქმის პროფესიონალი
malxazi
12:31 25-09-2011
0

სიახლეები პოპულარული