U17: პირველობა შვედეთს დავუთმეთ

AutoSharing Option
26.09. ორჰეი. დისქრიქთ სპორტ კომპლექსი
შვედეთი-საქართველო 2:0
1:0 სანგრე (43), 2:0 კუაკუ (64)
შვედეთი: სეტერბერგი, იარლი, ჰედლუნდი, ისკანდერი, ნორდენბერგი, ნორდსტრიომი (66. მიროსავიჩი), სანგრე, ჰალბერგი (57. იოჰანსონი), ოლსონი, ტანკოვიჩი (80. ბანგურა), კუაკუ
სათადარიგოები: ნორჰაგენი, ვესტერლუნდი, ოლაუსონი, მინარი
საქართველო: შერმადინი, გაბაძე, გოროზია, კაკაბაძე, დვალი, ცინცაძე, ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი (41. პაპუნაშვილი), რ. ჭანტურია (66. მაჭავარიანი), დარციმელია, კერძევაძე (69. ქებურია)
სათადარიგოები: ადამია, ჩაკვეტაძე

გაფრთხილება: გოროზია (45), ცინცაძე (49), რ. ჭანტურია (62), კუაკუ (76)
არბიტრი: კ. პისანი (მალტა)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი
მარცხით დაასრულა, თუმცა მთავარი საქმე საწყის ორ ტურში გააკეთა - ორივე მატჩი მოიგო და ბოლო ტურის წინ ელიტრაუნდის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.

შვედებთან სათამაშოდ ჩვენი გუნდის თავკაცმა ვასილ მაისურაძემ გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, რაც სავსებით გასაგებია - რამდენიმე ძირითად ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბმა დისკვალიფიკაციის საფრთხე ააცილა (აქ მიღებული გაფრთხილებები ელიტრაუნდშიც გადადის), რაც გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე იყო, ვიდრე ჯგუფში პირველობა, რაც ელიტრაუნდისთვის განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ იძლევა.

ჯერჯერობით ტურნირი მხოლოდ ჩვენს ჯგუფში დასრულდა, დანარჩენი ჯგუფების შეხვედრები კი მოგვიანებით დამთავრდება. საელიტრაუნდო მეტოქეების ვინაობას დეკემბერში შევიტყობთ.

მოლდოვა-ბულგარეთი 0:2
0:1 პეტკოვი (54), 0:2 კოლევი (60)

1. შვედეთი 3 2 1 0 5-0 7
2. საქართველო 3 2 0 1 5-5 6
3. ბულგარეთი 3 1 1 1 4-3 4
4. მოლდოვა 3 0 0 3 1-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული