19-წლამდელები ესქიშეჰირში ითამაშებენ

AutoSharing Option
დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდის მატჩებს თურქეთში ჩაატარებდა. გარკვეული იყო ტურნირის ვადა, დასადგენი კი შეხვედრების ჩატარების ადგილი იყო.

საბოლოოდ გაირკვა, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი სამივე საკვალიფიკაციო მატჩს სტამბოლსა და ანკარას შორის მდებარე ესკიშეჰირში ჩაატარებს. 11 ნოემბერს ჩვენი მეტოქე პოლონეთი იქნება, 13-ში - მასპინძელი თურქეთი, ხოლო 16-ში - ლუქსემბურგი. 17-წლამდელთა მსგავსად, ელიტრაუნდში აქედანაც ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გავა.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების მოსამზადებელ გეგმას, ყველაფერი მალე, დევდარიანისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ
ზვიად სიჭინავას შეხვედრისას გაირკვევა. იმედია, ჩვენი 19-წლამდელები ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული