სოსო ჭედია: ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის

AutoSharing Option
დღეს, სასტუმრო "ბომონდ გარდენში", სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - სოსო ჭედიამ პრესკონფერენცია გამართა.

ჭედიამ ისაუბრა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, ფეხბურთელების განწყობასა და მომზადების დონეზე. სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვენლოვანი შეხვედრის წინ, ახალგაზრდული ნაკრები, ლამის, ლაზარეთს დაემსგავსა - ერთდროულად ექვსი ფეხბურთელია ტრავმირებული.

გამორიცხულია თორნიკე ზარქუას, ლევან კაკუბავას, ჯამბულ ჯიღაურისა და თორნიკე ოქრიაშვილის თამაში. შეკრებაზე იმყოფებიან ნიკა კვეკვესკირი და თორნიკე თარხნიშვილი, თუმცა, კვეკვესკირს აქილევსის მყესი აწუხებს და მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს; თარხნიშვილს კი, წარბი აქვს გატეხილი და ექვსი ნაკერი
ადევს.

ტრავმირებულთა ნაცვლად, სოსო ჭედიამ ნაკრებში მარტვილის "მერანის" მეკარეს - ჯონი შეროზიას, ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელებს - გიორგი ლემონჯავასა, ლაშა გვალიას და ზუგდიდელ ზვიად სიხარულიას უხმო.

"დამეთანხმებით, ტრავმების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა, გუნდში საკმაოდ მხნე და კარგი განწყობაა. ჩვენთვის მთავარი იყო, ბიჭებს ესპანეთთან გადატანილი თამაშები დაევიწყებინათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. შვეიცარიელები ძალიან სერიოზული განწყობით ჩამოვიდნენ; ძლიერი გუნდია და 3 ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. სიმართლე რომ გითხრათ, მთელი რიგი ფაქტორების გათვალიწინებით, ჩვენ ალბათ მეორე ნომრად ვითამაშებთ. შვეიცარიის მსგავს გუნდს გახსნილი ფეხბურთი რომ დავუპირისპიროთ, შეიძლება, ესპანეთის თამაშის სცენარი განმეორდეს.

ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის და მთავარი ისაა, რომ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჩვენც გვაქვს. თამაშები ჯერ წინაა" - განაცხადა ჭედიამ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საგურამოში ვარჯიშობს. ხვალ  მატჩის წინ ვარჯიშს ჭედიას გუნდი "მიხეილ მესხზე" გამართავს, საღამოს 19:00 საათზე.

საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების მატჩი 7 ოქტომბერს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 ლარი ღირს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცუდად არ გამიგოთ. მეგრელებს, იმერლებს და ყველა ქართველს ენაცვალოს ჩემი თავი, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქეცბაიამ და ჭედიამ მათ გამო ვინმე მათზე ნიჭიერი ნაკრებს გარეთ დატოვონ. იმედია, ასე არ მოხდება!
Burton
19:03 05-10-2011
0
burton ვერ გამიგია რა შვაშია ჭედია და ქეცბაია და სამეგრელო და იმერეთი ზუსტად ცუდად თქვი ძმაო.ვინ არ ათაშეს გულზე ნუ გეჩხირებათ მეგრელი მწვრთნელები.გვალია კარგა ხანია ნაკრების ღირსია და მიეცა შანსი გამოიყენებს.
beqa
21:09 05-10-2011
0

სიახლეები პოპულარული