U21: შვეიცარიელები ჩვენთან სათამაშოდ ემზადებიან

AutoSharing Option
უკვე ორი დღეა, შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრები თბილისშია, ქართველებთან ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ემზადება და აქტიურად ვარჯიშობს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიერლუიჯი ტამიმ 20-კაციანი შემადგენლობა ჩამოიყვანა.

მეკარეები: რომან ბურკი (გრასჰოპერი), სტივენ დიანა (სიონი), ბენჟამინ სეგრისტი (ასტონ ვილა);
მცველები: ფილიპ კოხი, რაფაელ კოხი (ორივე - ციურიხი), ფრანსუა აფოლტერი (იანგ ბოიზი), ფაბიო დაპრელია (ბრეშია, იტალია), როლფ ფელტშერი (პარმა, იტალია), თოლან შაქა (ბაზელი);
ნახევარმცველები: მარკო შონბახლერი, იოსიპ დრმიჩი (ორივე - ციურიხი), პაიტიმ კასამი (ფულემი, ინგლისი), ოლივერ ბუფი, მარკო ნასიმ ბენ ხალიფა (ორივე - იანგ ბოიზი), ჰარის სეფეროვიჩი
(ქსამაქსი), შტეფან ცუბერი (გრასჰოპერი);
თავდამსხმელები: სებასტიან ვიუტრიხი (ქსამაქსი), იანიკ კამბერი (ლოზანა), ნზუზი ტოკო (გრასჰოპერი), ალან ვისი (ლუცერნი);

შეგახსენებთ, შვეიცარიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ისიც გეხსომებათ, რომ ტამის გუნდი წინა შესარჩევ ციკლშიც ჩვენი მეტოქე იყო. შვეიცარიელებმა იქ 1:0 გვაჯობეს, თბილისიდან კი 0:0 წაიღეს.

აქვე ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობასაც გაგაცნობთ.

1. ესპანეთი 2 2 0 0 9-2 6
2. შვეიცარია 2 1 1 0 4-0 4
3. საქართველო 3 1 0 2 3-9 3
4. ესტონეთი 1 0 1 0 0-0 1
5. ხორვატია 2 0 0 2 0-5 0

ჩვენს ჯგუფში წლეულს ჩასატარებელი მატჩების განრიგი კი ასეთია:

6 ოქტომბერი
ხორვატია-ესპანეთი

7 ოქტომბერი
საქართველო-შვეიცარია

10 ოქტომბერი
ესტონეთი-ხორვატია

10 ნოემბერი
ესპანეთი-ესტონეთი
შვეიცარია-საქართველო


14 ნოემბერი
ესპანეთი-შვეიცარია
ხორვატია-ესტონეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული