შვეიცარიელებმა "მიხეილ მესხის" გაზონიც მოსინჯეს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ქართველებს სერიოზულ მეტოქეებად რომ აღიქვამს, იქიდანაც ჩანს, რომ პიერლუიჯი ტამის გუნდი თბილისში ოთხი დღის ჩამოსულია. აქამდე სტუმრები "ოლიმპიკისა" და "ამერის" მოედნებზე ვარჯიშობდნენ, გუშინ კი "მიხეილ მესხის" ახალი გაზონიც მოსინჯეს.

შვეიცარიელთა ვარჯიშზე ბევრს ვერაფერს გიამბობთ, რადგან იგი დაწყებიდან 15 წუთში მედიისთვის დაიხურა. არც მათთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა, თუმცა იმის დანახვა კი მოვასწარით, რომ საწვრთნელ პროცესს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები წარმართავდნენ, თავად ტამი ვარჯიშსს მოედნის კიდიდან აკვირდებოდა, ცოტა ხნით კი მოლზეც წამოწვა.

შვეიცარიელთა 20-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: რომან ბურკი
(გრასჰოპერი), სტივენ დიანა (სიონი), ბენჟამინ სეგრისტი (ასტონ ვილა);
მცველები: ფილიპ კოხი, რაფაელ კოხი (ორივე - ციურიხი), ფრანსუა აფოლტერი (იანგ ბოიზი), ფაბიო დაპრელია (ბრეშია, იტალია), როლფ ფელტშერი (პარმა, იტალია), თოლან შაქა (ბაზელი);
ნახევარმცველები: მარკო შონბახლერი, იოსიპ დრმიჩი (ორივე - ციურიხი), პაიტიმ კასამი (ფულემი, ინგლისი), ოლივერ ბუფი, მარკო ნასიმ ბენ ხალიფა (ორივე - იანგ ბოიზი), ჰარის სეფეროვიჩი (ქსამაქსი), შტეფან ცუბერი (გრასჰოპერი);
თავდამსხმელები: სებასტიან ვიუტრიხი (ქსამაქსი), იანიკ კამბერი (ლოზანა), ნზუზი ტოკო (გრასჰოპერი), ალან ვისი (ლუცერნი).

შეგახსენებთ, შვეიცარიელებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში ორი მატჩი ჩაატარეს - სტუმრად ესტონეთთან 0:0 ითამაშეს, შინ კი ხორვატია 4:0 გაანადგურეს. ამ შეხვედრაში გოლები ცუბერმა, ტოკომ, კასამიმ და სეფეროვიჩმა გაიტანეს. როგორც ხედავთ, ოთხივე მათგანი თბილისშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული