ნიკა კვეკვესკირი: თანამედროვე ფეხბურთში ქართველებსაც გვეთქმის სიტყვა

AutoSharing Option
შვეიცარიასთან მატჩის წინ მცირე კომენტარი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

ნიკა კვეკვესკირი: "შვეიცარიის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია. თითქმის იგივე გუნდია, რომელმაც ფინალური ეტაპი ითამაშა. გამომდინარე აქედან, ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.

ჩვენს გუნდს სერიოზული დანაკლისი აქვს, ვერ დაგვეხმარებიან ოქრიაშვილი და მჭედლიძე, რომელიც დისკვალიფიცირებულია და პირველ გუნდშია. ასევე ვერ გვეხმარებიან დინამოელები - ზარქუა, ჯიღაური, და ჩვენი კაპიტანი და ლიდერი - ლევან კაკუბავა.

სერიოზულად ვემზადებით, მონდომება არ გვაკლია. დიდი სპორტული და ადამიანური ჟინი გვაქვს. ესპანელებთან ორი მატჩის ჯამში 2-9 მარცხის შემდეგ, გვინდა ყველას
დავუმტკიცოთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ქართველებსაც გვეთქმის სიტყვა.

ბოლოს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდული ნაკრებისა და "დინამოს" ექიმს, მერაბ ვარძუკაშვილს, რომლის ძალისხმევითაც, ბოლო მატჩში "სიონთან" მიღებული ტრავმის შემდეგ, ძალიან მალე ჩავდექი მწყობრში და მოუთმენლად ველი მომავალ მატჩს."

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვეთქმოდა ნიკა. წავიდა მატარებელი დიდი ხანია. ბევრი დრო დაგვჭირდება დასაწევად,ოღონდ ეს დომენტის და მისნაირების ხელში ვერ მოხდება
lioxa
17:08 07-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული