- საქართველოს ნაკრებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. თქვენმა გუნდმა განსაკუთრებით მძლავრად პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორეში კი ჩვენი თამაშის ჩვენება შევძელით და მნიშვნელოვან გამარჯვებასაც მივაღწიეთ.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ჯგუფში ზედიზედ მეორედ მოვხვდით და უნდა აღინიშნოს, რომ ახლა უფრო გუნდურ ფეხბურთს თამაშობთ, სამაგიეროდ, წინა ციკლში ისეთი ძლიერი ინდივიდუალისტი გყავდათ, როგორიც ჯანო ანანიძეა.
ტამის შემდეგ დარბაზში სოსო ჭედია შემოვიდა და, ბუნებრივია, მან უფრო დიდხანს ილაპარაკა.
- შვეიცარიის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. შეიძლებოდა, თამაში სულ სხვა
მარცხს თავისი მიზეზები აქვს - მეტოქის ფეხბურთელებზე ორი წლით უმცროსი რვა ფეხბურთელი გვყავდა, ტრავმებმა ძალიან შეგვასუსტა...
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ქობალია და ჭანტურია ინდივიდუალური თამაშით ზედმეტად ერთობოდნენ?
- როცა საშუალებაა, თავდამსხმელმა თამაში საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
- მეტს ხომ არ ელოდით ნიკა ძალამიძისგან?
- ყველასგან უფრო მეტს ველოდი, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, არ იყო წასაგები თამაში და გამარჯვებაც კი შეგვეძლო.
- როგორია ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მისი მუხლის მდგომარეობა ხვალისთვის გაირკვევა.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრების ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია?
- ძირითადად ასეა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუნდის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, თორემ ეს თაობა საკმაოდ ნიჭიერია, რასაც აუცილებლად დაამტკიცებს.
- პირადად თქვენ ხომ არ დაუშვით რაიმე შეცდომა?
- არა მგონია, ვფიქრობ, თამაში სწორად წარვმართეთ.
- როგორია საქართველოს ნაკრების წევრთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა?
- ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებულ ორ მატჩში გუნდმა ცხრა გოლი გაუშვა, ასეთი შოკიდან გამოსვლას კი გარკვეული დრო სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"