U19: მსაჯები ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 11 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს დაიწყებს.

ჩვენი ჯგუფის მატჩები თურქეთში გაიმართება, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მსაჯების ვინაობაც გამოქვეყნდა, რომლებიც გიორგი დევდარიანის გუნდის შეხვედრებს მოემსახურებიან.

11 ნოემბერს პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ავსტრიელი ოლივერ დრახტა გაუძღვება, 13 ნოემბერს თურქეთისა და საქართველოს შეხვედრას შოტლანდიელი სტივენ მაკლინი განსჯის, 16 ნოემბერს კი ლუქსემბურგთან დაპირისპირებაში ისევ დრახტა გვიმსაჯებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული